ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
– შეძლებული ოჯახი გქონდათ თუ თქვენც ისევე გიჭირდათ, როგორც ბევრს იმხანად?
– ჩემს ოჯახს მატერიალურად არასდროს უჭირდა. ვიცი, რომ ბაბუჩემი, ლევანი (მამის მამა), ძალიან კარგ თანამდებობაზე იყო. ამავდროულად, მას ჰქონდა პატარა ქარხნები, სადაც ქსოვდნენ „ქალაღაიებს“ (შარფებს). რომლებსაც აზერბაიჯანელები ხმარობდნენ. ჩვენ ძველ თბილისში ვცხოვრობდით, ორთაჭალაში. მტკვრის სანაპიროებზე ბაღები იყო – ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ იქ გვყავდა ძროხები, ცხვრის ფარა, გვქონდა ძალიან დიდი სახლი ეზო-ბაღით, რომელიც მერე გაიყიდა. მე სოლოლაკში ვიზრდებოდი, კიროვის ქუჩაზე, ბებიასთან; ხან აქეთ ვიყავი ხან – იქით. ასე რომ, გაჭირვება არასდროს მიგრძნია. მყავს უფროსი და – ლინდა. 70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გათხოვდა. მოსკოვში სწავლობდა, უნიჭიერესი გოგო იყო, ინდიანას უნივერსიტეტი დაამთავრა.
– თავად რა გეგმები გქონდათ თქვენს მომავალთან დაკავშირებით? ალბათ, წინდაწინ იცოდით, როგორი იქნებოდა თქვენი მომავალი, როგორი ქმარი შეგხვდებოდათ, რამდენი შვილი გეყოლებოდათ...
– იმდენად ვიყავი გართული ამ ჩემს ხედვებში, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე სხვა სამყარო იყო. ძალიან მიყვარდა კლასიკური მუსიკის მოსმენა. ოპერისა და ბალეტის თეატრში ხშირად დავყავდი დედას, დეიდებს. ყველაფერი პირდაპირ გადმომეცემოდა და მიკმაყოფილდებოდა მოთხოვნები, ყველაფერზე მქონდა პასუხი კოსმოსიდან. მაგალითად, 17 წლის რომ ვიყავი, უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ 43 წლის ასაკში თაკოს გავაჩენდი. როგორი ქმარი და ოჯახი მინდოდა, მყოლოდა – ამაზე არ მიოცნებია. ცოტა ხნით უნდა გახდე ჩემნაირი და მაშინ მიხვდები.
– წეღან თქვით, რომ ასეთი დაიბადეთ. როდიდან შეამჩნიეთ საკუთარ თავს, რომ ადამიანებზე, სიტუაციებზე მოგეწოდებათ ინფორმაცია კოსმოსიდან, თუ გამოხატავდით ამას და რას ფიქრობდნენ ოჯახში თქვენზე?
– 4 წლის ასაკში უკვე ვაკვირდებოდი ადამიანებს. მობრუნებულან და შემოუხედავთ – უკვირდათ, რატომ ვუყურებ ასე დაჟინებით. ვსწავლობდი მათ – ვინ არის, რა ადამიანია, რა ხდება მის ირგვლივ? ეს ძალიან მართობდა, ამით ვთამაშობდი, მაგრამ, ოჯახში შეეშინდათ, რადგან, შემეძლო, ასე გავჩერებულიყავი ათი, თხუთმეტი წუთი. იფიქრეს, ბავშვს თვალებზე რაღაც პრობლემა აქვსო და ექიმებთან მიმარბენინებდნენ, მაგრამ, გამსინჯავდნენ და არაფერი მჭირდა. ჩემთვის ამას უკვე უცნაურობა აღარ ერქვა. ისე შემისისხლხორცდა, ამის ირგვლივ გამოცდებს არ ვაწყობდი. საშიში და საგანგაშო არაფერი იყო, პირიქით, დღემდე მიცავს უზარმაზარი ენერგია, თვითონ კოსმოსი. ბევრი საოცარი და საინტერესო ხილვა მქონდა ბავშვობაში, მაგრამ, ამას რომ ვიღებდი, მიხაროდა. იმ ჩემს ხილვაში მე ჩემს სახლში ვიყავი. ამას არავისთან ვამბობდი, რადგან, მაინც ვერავინ გაიგებდა და ამით დიდ დარტყმას მივაყენებდი დედას, მამას, ბებიებს, ბაბუებს – ეგონებოდათ, რომ რაღაცა მიჭირს ფიზიკურად. ამიტომ, იქიდან მოყოლებული, ჩუმად ვარ, ბევრ საკითხზე არ ვლაპარაკობ.
– უზარმაზარი ენერგია მიცავსო, თქვით, მაგრამ, ისევე როგორც ყველას, ალბათ, თქვენც გადაგიტანიათ ცხოვრებაში სირთულეები.
– 2003 წელს დიდი ოპერაცია გადავიტანე. ვიცოდი, რომ ეს ოპერაცია ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ მხრივ, რომ, სწორედ მაშინ მქონდა ძლიერი ხილვა და კონტაქტი, როცა გათიშული ვიყავი. იმ მომენტში ყველაფერს ამას ვუყურებდი. ეს ოპერაცია გარდაუვალი იყო და წინასწარ გავაფრთხილე კიდეც ყველა – რაც არ უნდა მოხდეს, არ შეგეშინდეთ, იცოდეთ, მე არაფერი მომივა-მეთქი და, აი, ამ დროს იყო, რომ მე დაბრუნება აღარ მინდოდა, წასვლა მინდოდა.
– რატომ?
– მიწერია კიდეც წიგნში ეს, რომ, სულ ჭიდილი მქონდა კოსმოსთან – დავიღალე, აღარ მინდა დედამიწაზე ყოფნა, რადგან, ვეღარ ვიტან ამდენ შურს, ბოროტებას, ომს, გაჭირვებას... პასუხი ასეთი იყო (მკვეთრი ხმა გავიგონე): „შენ დედამიწას სჭირდები, უნდა დაბრუნდე!” გათენდა. ისევ ჩამესმის ხმა: „ლელა, შენ უკვე დედამიწაზე ხარ” – და, გავახილე თვალები. დავინახე ჩემი ახლობლების სახეები, მერე ფანჯარას გავხედე, დავინახე სატელევიზიო ანძა ფანჯარაზე და მაინც ავბუზღუნდი, რომ დამაბრუნეს.
– შეცვლიდით რამეს თქვენს ცხოვრებაში რეალურად რომ შეიძლებოდეს?
– არაფერს არ შევცვლიდი და ვერც შევცვლიდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე ჩემი მისია მაქვს ამ ცხოვრებაში, ამიტომ, ვერავის ვერც ამოვიღებ და ვერც გადავაკეთებ, არც მაქვს სურვილი.
– ინფორმაცია მხოლოდ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ მოვლენებზე გაქვთ? შეგიძლიათ, თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანზე მიხვდეთ რა ელის მას?
– მთვარეზე რომ იჯდეს ვიღაც, იმას დავინახავ, უზრამაზარი ენერგია მოდის. უბრალოდ, მე ამ ენერგიას ვიყენებ ახლობლებთან, თუ ვინმე სხვაც მოხვდა ჩემთან, ესე იგი, ბედია და უნდა მივეხმარო.
– არის რამე ისეთი, რის თქმასაც მაქსიმალურად ერიდებით? მაგალითად, ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, რომელზეც ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ და ტელეეთერშიც პირდაპირ გკითხეს, რა მოელის ამ ადამიანს ამ ხელისუფლებისგანო.
– თავი შევიკავე, რა თქმა უნდა. არ შეიძლება ასე, ადამიანს დარტყმას ხომ არ მიაყენებ. ყველაფერსაც ვხედავ, მაგრამ, ინფორმაციის გამოზომილად მიწოდება ვიცი, ისე, რომ ადამიანი არ დავაშავო. ირაკლის ძალიან კარგად ვიცნობ და ცოტა მწყინს კიდეც – რომ უნდა ყური ეგდო, გაეანალიზებინა რჩევები, ხედვები და ბევრს მოიგებდა. რა თქმა უნდა, დავინახე დიდი შეცდომები. კარგი ბიჭია, მიყვარს, პატივს ვცემ და გული მტკივა, ასეთ მდგომარეობაში რომ არის. რაღაც-რაღაცეები ვუთხარი, რაც აუსრულდა. წავიდა იმ გზით, რომლითაც არ უნდა წასულიყო. ერთხელ ერთ ჩემს ახლობელს პირდაპირ ვუთხარი: იცი, რა, ცივი წყალი დალიე, შენს დაღუპვას, მირჩევნია, გითხრა, რა მოხდება – გირჩევ, ეს ნაბიჯი არ გადადგა და გვერდი აუარო-მეთქი. შანსი არ გამოიყენა.
– და მაინც, არის რამე ისეთი, რაზეც თავს იკავებთ და არ ამბობთ?
– როცა საქმე სახელმწიფო პოლიტიკას ეხება, აი, მანდ ვიკავებ ხოლმე თავს, რომ ერთმა მეორეს არ დაუშავოს მერე.
– რისკს თუ ძლევს ხოლმე შიში?
– ძალიან რისკიანი ვარ. შიში არ მაქვს – აი, ზუსტად მაშინ მიცავს კოსმოსი, მაშინ მოდის ენერგია და, ვაი მას, ვინც მომეკარება. ძალიან გამწარდნენ მაშინ „ნაციონალები,” რასაც ვამბობდი და ვწერდი, მაგრამ, არ ვჩერდებოდი. საფრთხე მაინც გადავიტანე. ჩემი ერთი ბიჭი, ლევანი, ძალიან სულელური ბრალდებით დაიჭირეს (ქალბატონ ლელას ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს, – ავტორი) და ორი წელი იყო ციხეში. მერე მოხდა კიდევ უფრო ცუდი. ბვერ რამეზე ავიშალე – მსოფლიოს ვშველი და ჩემს შვილს ვერ უნდა ვუშველო-მეთქი?! ამან გამაგიჟა და, აი, მაშინ გაიხსნა სასწაული ენერგია. ბავშვი, ფაქტობრივად, მკვდარი იყო, კომაში, თირკმელები გაეთიშა, მერე ტვინი, მხოლოდ გული უცემდა. აზრზე არ იყვნენ, რა ხდებოდა. ექიმები საერთოდ არ მივაკარე, ჩავდე უზარმაზარი ენერგია, მერე გავხსენი გზები ისე, რომ წამოვიდა ძალიან დიდი თანხები, გერმანიიდან თვითმფრინავი გამოიწერეს, ჩამოფრინდა, მოვათავსე ჩემი შვილი, რძალი და გავუშვი მსოფლიოში საუკეთესო საუნივერსიტეტო კლინიკაში, ქალაქ ერლანიაში – იქ ელოდებოდნენ. წინასწარ დიდი თანხები იყო გადარიცხული, თირკმელებიც ჰქონდათ მომზადებული, მაგრამ, გერმანელებმა რომ დახედეს – აქ არაფერი გამოვაო. შვილობილი მყავს გერმანელი და ის ყვიროდა: თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ, ამას ისეთი დედა ჰყავს, ისიც თავისას გააკეთებს და გადარჩებაო. მხრები აიჩეჩეს – ვერ მიხვდნენ, რაზე ლაპარაკობდა, ეგონათ, ძალიან რომ წუხს შოკშია და იმიტომ ლაპარაკობს ასეთ რამეებსო. მოკლედ, ოპერაცია გაუკეთეს. მეოთხე დღეს ამოძრავდა ორგანოები. მერე დიდი მკურნალობა ჩაუტარეს, რეაბილიტაციაც იქ გაიარა. ახლა ძალიან კარგად არის. რა თქმა უნდა, გამოვიდოდი ამ მდგომარეობიდან; რა თქმა უნდა, გავაკეთებდი იმას, რაც გავაკეთე; რა თქმა უნდა, ყველაფერს გავასწორებდი. ჩემთვის ეს ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. ასი პროცენტით ვიცოდი, რომ ამას მეც გადავიტანდი და ჩემი შვილიც, მაგრამ, ძლიერი ნევროზული დარტყმა მაინც მივიღე. ყველას ვუკრძალავდი ამაზე საუბარს, ახლა თქვენთან ვლაპარაკობ პირველად.
– ახლა ცოტა მხიარულ თემაზე გადავიდეთ. კაცები რომ ბუნებით ცოლების მოღალატეები არიან, ყველამ ვიცით. თუ გითქვამთ ვინმესთვის ეს პირდაპირ? თქვენი მეუღლე, ალბათ, შიშით არც ჩაიდენს „ისეთს” არაფერს, სახლში ისეთი ცოლი ჰყავს.
– რა თქმა უნდა, ყველაზე ყველაფერი ვიცი. არა, მე ასეთი მეუღლე არ მყავს, კარგი პიროვნებაა, ძალიან წესიერი, ინტელიგენტი. თუ მაინც დაუფიქრებელ ნაბიჯს გადადგამს, თვალებს დავხუჭავ – რატომ მივაყენო ტრავმა? ჩემთან ხუმრობა არ შეიძლება. სიმართლე გითხრათ, არ დამინახავს და არც მიცდია, დამენახა; საერთოდ, იქით მხარეს არ ვიყურები. ზოგი გამიფრთხილებია – სადღაც უნდა შეჩერდე, თორემ, ვხედავ, მიწას დაგაყრიან-მეთქი. საერთოდ, ასეთ თემაზე ლაპარაკს ვერიდები – არ მინდა, რომ ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო. იციან ჩემი ხასიათი და ამიტომ ვუყვარვარ ყველას. სათითაოდ ყველა საიდუმლოს საფლავში ჩავიტან, ქვეყანა რომ დაინგრეს, გამორიცხულია, ვთქვა. ისე კი, წიგნებში ვწერ უკვე ყველაფერს და აღარაფერს ვმალავ, რადგან, ვიცი, რომ ეს ისტორიას დარჩება და ხალხს გამოადგება მაგალითად და, იმ საუკუნეების იქითაც დაეხმარება ჩემი ნაწერები, ამ კონკრეტულ თემაზე კი არა, საერთოდ.
– რუსეთი სად გაჩერდება და, თუ გაჩერდება საერთოდ ოდესმე? და, კიდევ, აგვისტოს ომზე რას იტყვით?..
– აგვისტოს ომი კი არა, საერთოდ, რუსეთი მას მერე აწარმოებს ომს, რაც ფეხი გადმოდგა კავკასიონზე. რუსეთთან მოლაპარაკება გამორიცხულია, გაიგეთ ეს, ქართველებო! კარასინი რომ გაიბღინძება და ეს ორმეტრიანი ქართველი რომ დასდევს, აბაშიძე – ეს არის საცოდაობა. რუსეთი თვითონ ისეთ გაჭირვებაში ჩავარდება-მეთქი, ჯერ კიდევ როდის ვთქვი! 1987 წელს მაქვს ეს ნანახი და დაფიქსირებული – აი, ნახავთ. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ. მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება და მიხარია. საზღვარზე ამერიკული გემები რომ ჩამწკრივდება, მერე უყურე რუსეთს, რა ხასიათზე დადგება. ვხედავ ბოლო მოდელის რაკეტებს, რომლებიც ჩაივლის პირით აღმოსავლეთისკენ და ეს იცავს საქართველოს. ვერცერთი რუსი ვერ გადმოაბიჯებს ამ ჩაკეტილ ზოლს. მავთულხლართებზე მეცინება. რუსეთი თვითონ არის ახლა მავთულხლართებში გახვეული. რომ აიღებენ რგოლად და ცხინვალის შუაში დავდებთ, როგორც ძეგლს, სამახსოვროდ, დაინახავს ყველა. სირთულეები კი არის მსოფლიოში, მაგრამ, ჩვენი საქართველო ზუსტად ამ ფონზე გამოძვრება.
– ბარემ სიზმარზეც გკითხავთ: ბევრი ისეთ სიზმარს ხედავს და ისეთი სიხშირით, არ შეიძლება არ ირწმუნო, რადგან, უმეტეს შემთხვევაში უსრულდება. თქვენ როგორ ახსნით, რა არის სიზმარი და რამე კავშირში თუ არის ხილვებთან?
– ადამიანი ხარ, რობოტი ხომ არა. ტვინის უჯრედები მუშაობს. ასეთ რაღაცეებს არ ვაქცევ ყურადღებას, მე სიზმარში კი არა, ცხადად ვხედავ ყველაფერს. ალბათ კიდევ არსებობს რაღაც, მაგრამ, იმ ზოლს იქით არ ვიხედები, ამაზე მაღლა ვდგავარ ბევრად. არავითარ კავშირში არ არის კოსმოსთან, ეს არის რა, იცით? – გაერთე და იყავი. ან შეგეშინდება, ან გულს დაიამებ... მე სიზმარს „თამაშას” ვეძახი.
ძალიან მაინტერესებდა, თუ გაბრაზებულა ოდესმე ლელა კაკულია და რაზე. საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მივიღე: მის გაბრაზებას მართლა არავის ვურჩევ, რადგან, ისეთი რამ შეიძლება მოხდეს... მაგალითად, შეიძლება აპარატურა მწყობრიდან გამოვიდეს, კომპიუტერიდან ფოტოები და ინფორმაცია წაგეშალოთ, ჭაღზე ნათურები გასკდეს და ასე შემდეგ.
„უსამართლობას ვერ ვიტან, ადამინებს რომ ჩაგრავენ და ათას სისულელეს რომ ლაპარაკობენ, განსაკუთრებით – პოლიტიკოსები. ამათ სისულელეზე რომ არის დამოკიდებული ჩემი სახელმწიფოსა და ხალხის ბედი, ეს მაგიჟებს ხოლმე. ამიტომ, ჯობია, ისევ ნათურები ვამსხვრიო,” ამბობს ქალბატონი ლელა.
ჟურნალი "თბილისელები"
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები