ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
გოჩა ჭაბუკაიძე: მიხარია ქუჩაში გასვლა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა, რადგან ხალხის თბილ სახეს, მზერას ვაწყდები. ამ დროს პასუხისმგებლობაც დიდი მაქვს, რომ ვინმეს მოსალმება არ გამომეპაროს და ჩემზე არ იფიქრონ... ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, შუალედი არ გამაჩნია: ან არასდროს ან ყოველთვის. როდესაც პირველ სიმღერას ვმღეროდი, სადაც ტექსტშია: „მე ჩემი მამის შვილი ვარ“, ისე უნდა მემღერა და ისე უნდა გადამეცა ჩემი გული მსმენელისთვის, როგორც მამაჩემის შვილს, მე კი ძალიან კარგი მამა მყავს. მამაჩემი და პაპაჩემი, ორივე მომღერლები არიან. ჩვენ თუშები ვართ, აკორდეონი, ფანდური, თუშური სიმღერები თავის დროზე დაილექა ჩემს გონებაში. პატარა ვიყავი, აკორდეონი რომ მიყიდეს, მასწავლეს დაკვრა – იქნებ ნიჭი აღმოგაჩნდესო. როგორც ჩანს, აღმომაჩნდა, აკორდეონის ხუთწლედი დავამთავრე. ყველაფერი ქართული სიმღერით დავიწყე. მერე, მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ჩამომიყალიბდა რეპერტუარი – უცხოური სიმღერა კარგად ჩამიჯდა და რაც უკეთ გამომდიოდა, იმისკენ გადავიხარე. უცხო ენის მასწავლებელი ძალიან კარგი მყავდა, ქალბატონი ნელი ზაალიშვილი, ის გამოთქმაში უფრო გვიწერდა ნიშნებს, ვიდრე სიტყვების ცოდნაში.
– თუმცა, თქვენი ბოლო ნამღერის შემდეგ, კრიტიკა უფრო მეტად სიტყვების გამოთქმაზე და ზოგადად, შესრულებაზე იყო.
– რაც პოპულარული გავხდი, იმის მერე ლოგინს არ მოვშორებივარ. ლოგინად ვარ ჩავარდნილი, სამჯერ შემიბრუნდა ვირუსი, მაღალი სიცხეები, ხველება. ამიტომაც მეშინოდა საკუთარი ტემბრით ხალხის წინაშე გამოსვლა. თუ ღმერთი ინებებს და კიდევ შევძლებ, ჩემი ტემბრით სცენაზე გამოსვლას, იქ ყველაფერს ნორმალურად ვაჩვენებ. სანამ სცენზე გავიდოდი, ნიკამაც და სხვებმაც დაინახეს, რომ საშინელი სპაზმები დამეწყო. ძალიან ცუდად გავხდი, ღმერთს ვევედრებოდი: ოღონდ სცენაზე არ ამიტყდეს ხველა-მეთქი. ძალიან ვღელავდი და ამან გამოიწვია ალბათ ყველაფერი. პირველი გამოსვლის შემდეგ ჩემზე იმხელა მადლი წამოვიდა, რომ მივხვდი, განსაცდელიც იქნებოდა. აქაც ღვთის განგებულება იყო დიდი: მან ინება ჩემი ამგვარი ყოფა იმის გამო, რომ მეორე, მესამე დღეს ძალიან პოპულარული ვიყავი, ადამიანური სისუტეების გამო შეიძლება, ვერ გადამეტანა. თითქოს შემბოჭა, ლოგინში ჩამაწვინა: აქ გაიარე პოპულარობაო.
– რა პროფესიის ბრძანდებით?
– წარჩინებით დავამთავრე რვა კლასი, შემდეგ სამი წელი ვსწავლობდი პროფესიულ ტექნიკუმში ხარატის სპეციალობით. მეტალურგიულ ქარხანაშიც მიმუშავია, ძაფების გადამტანი, მეტრანსპორტეც ვყოფილვარ. ერთი, წისქვილის ქვას არ გადაუვლია ჩემს თავზე, თორემ ყველაფერი მოხდა. ყველაზე რთული მაინც დედის გარდაცვალება იყო. ეს სულზე იარად დამაჩნდა. მაშინ მქონდა ყველაზე დიდი დეპრესია, როდესაც დედა სასიკვდილოდ იყო განწირული – ვიცოდი, რამდენიმე დღის შემდეგ ცოცხალი აღარ იქნებოდა. იმ მომენტში მომიწია სამედიცინო უნივერსიტეტში გამოცდაზე გასვლა. მაგრამ იმ დროს ჩემი გონება სხვაგან იყო და ჩავიჭერი. ამის მერე დამეწყო დეპრესია: თუ არა სამედიცინო, მაშინ რა უნდა გავაკეთო? ამ დროს გამოჩნდა ჩემი საყვარელი ადამიანი, სოსო კულჯანიშვილი, რომელიც დამეხმარა და მითხრა: სამედიცინოზე ვერ მოხვდი, სამუსიკო ტექნიკუმში წადიო. დავუჯერე და ჩავაბარე.
– გამაცანით თქვენი ოჯახიც – მეუღლე, შვილები.
– ჩემი მეუღლეა რუსუდან მოსიაშვილი, ძალიან კარგი ადამიანი, სათნო. როგორც მაშინ ხდებოდა, გარიგებით შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ მტკიცე ოჯახი შევქმენით. ორი გოგონა გვყავს. „ნიჭიერში“ ჩემი გამოსვლა მისთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა, შვილები სულ მეუბნებოდნენ – მიდი, მიდიო. მაგრამ, თავს ვიკავებდი მანამდე, სანამ არ გამოჩნდა ოთო ნემსაძე. მადლობა ღმერთს, რომ მისნაირი ადამიანები დადიან დედამიწაზე. ჩვენ რესტორანში შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. როგორც კი დავამთავრე სიმღერა, მაშინვე მოვიდა და მითხრა: რას უცდი, ქასთინგები ისევ მიდის, შეგიძლია, მიხვიდეო. დავუჯრე და ეს ყველაფერი ოჯახისგან საიდუმლოდ გავაკეთე. ჟიურის წინაშეც რომ წარვდექი, მერე გადავწყვიტე, მეთქვა, ვეღარ მოვითმინე. ძალიან გაუხარდათ. რაც შეეხება შვილებს, ერთი საფრანგეთშია გათხოვილი, მეორე აქ ცხოვრობს, პიანისტია. მიხარია, რომ ჩემმა შვილმა კარგი არჩევანი გააკეთა, ძალიან კარგ ადამიანს გაჰყვა ცოლად. კომპოზიტორების ოჯახიდანაა მისი მეუღლე – შალვა დავითაშვილის შვილიშვილია, გიორგი დავითაშვილი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელოვანი შვილი ხელოვანების ოჯახში მოხვდა.
– როგორ გახდით მედავითნე, როგორ მიხვედით ეკლესიამდე?
– ეკლესია ღვთის სახლია და როდესაც ეკლესიაში მიდიხარ, ჯერ ღმერთს უნდა იცნობდე. ჯერ მოხდა ჩემი და უფლის პირისპირ შეხვედრა და შემდეგ მივედი ეკლესიაში. ერთ დღეს ბიბლიაში წავიკითხე ფრაზა: რასაც გასცემ, პირთამდე გატენილი კალთაშივე მოგერწყვება შენ. გადავწყვიტე, ეს ფრაზა გამომეცადა. იმ დროს მქონდა სულიერი ბრძოლები. რესტორანში ვმღეროდი, ვგრძნობდი, სული მიმძიმდებოდა და მას შემსუბუქება სჭირდებოდა. ერთ დღესაც სიონში ვიდექი, გალობაზე ცრემლები წამომივიდა. რომ გამოვედი გარეთ, ერთმა ადამიანმა მითხრა: ხომ ვერ დამეხმარებიო. ამოვიღე საფულე და წამოვიდა ადამიანების ტალღა. რაც მქონდა, ყველაფერი გავეცი. წამოვედი იმის რწმენით, რომ, რაც გავეცი, ის დამიბრუნდებოდა. კეთილი გულით გავეცი, მაგრამ ვაღიარებ: გამოცდის წინაშე ვიდექი. თანხაც მახსოვდა – კენტ რიცხვზე ბოლოვდებოდა. წავედი სამუშაოდ, კაციშვილი არ შემოსულა რესტორანში. იმედგაცრუებულმა ჩავალაგე ჩემი ნივთები. რუსთავში არასდროს რომ არ წამიღია ინსტრუმენტი, იმ დღეს წავიღე სახლში. წამოვწექი საწოლზე, ვეძებ უფალს, ვტირი: ვერ ვიპოვე ღმერთი. ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. ჩემი რუსთაველი კოლეგები იყვნენ. მითხრეს: ჩვენთან კლავიშზე ვინც უკრავს, ცუდად არის, მეორეს დედა ჰყავს ავად, მესამეს არ სცალია და შენ, შემთხვევით, ინსტუმენტი ხომ არ გაქვს წამოღებული და ხომ არ გცალიაო. მოვფრინავ-მეთქი. წავედი, ინსპექტორების ქეიფი იყო, წამოვიდა ფული წვიმასავით. ცუდად გავხდი: თან, ცრემლი მახრჩობდა. რომ დამთავრდა, ბიჭებს ვუთხარი: ფული დაკეცეთ და ისე ჩამიდეთ ჯიბეში-მეთქი. მთელი გზა ჯიბესთან ერთად გულიც მეწვოდა, მთელი გზა ვტიროდი. სახლში მისულმა რომ დავითვალე ფული, ზუსტად იგივე თანხა აღმოჩნდა. ყვირილი აღმომხდა: შენ მართლა არსებობ, ღმერთო! ასე მოხდა ჩემი უფალთან შეხვედრა. რადგან უფალი ვიპოვე, უნდა მივიდე მასთან იქ, სადაც ადიდებენ, მადლობენ – მივედი ეკლესიაში. ამ დროს სასულიერო ლიტერატურა რთულად იშოვებოდა, ყველაფერი ან ძველი ქართულით იყო დაწერილი, ან ხუცურით. მე დავიწყე ორივეს შესწავლა. ერთი პერიოდი, რუსეთშიც ვცხოვრობდი და იქ შევისწავლე სლავიანური. უცნაური მადლი, ნიჭი მივიღე: შემიძლია, სლავიანურად წავიკითხო და სინქრონში ძველი ქართულით ვისაუბრო. ლოცვითი მადლი წამოვიდა ჩემზე, ოღონდ, ამას არავის ვუმჟღავნებდი, ჩვეულებრივი მრევლი ვიყავი. შემდეგ ჩემმა მოძღვარმა, მამა ილია ჩაკვეტაძემ მგალობლად დამაყენა. ერთ დღეს პარაკლისი ჩაატარა, მედავითნე არ ჰყავდა და მორიდებულად ვუთხარი: მამაო, სხვა დროს თუ მედავითნე არ გეყოლებათ, მე ვიცი ხუცური კითხვა-მეთქი. ჯვარი გადამსახა: შენ იქნები მედავითნეო. სხვათა შორის, ნებისმიერი რესტორნის გვერდით, სადაც მე ვმღერი, ეკლესიაა. თითქოს უფალი მეუბნება: გაძლევ ორ გზას, აირჩიე ერთ-ერთი. მაგრამ მე დღეს ორი ბატონის მსახური ვარ. მომავალში არ ვიცი, რა იქნება. საბოლოო მიზანი, ეკლესიაში დაბრუნებაა, რომ ერთი ბატონის მსახური ვიყო და მას შევწირო ჩემი სულიც და ცხოვრებაც. ღმერთმა ყველაფერი გამატარა. როგორც მოძღვარი მეუბნება: შენ იმხელა მადლი მიიღე უცებ, რომ ახლა ხდება ამ მადლის გადანაწილება დაუჯდომლების, ლოცვების სახით, რომელსაც მე ვწერ.
ოთო ნემსაძე: გოჩა გავიცანი შემთხვევით რესტორანში, მეგობრის ქორწილში. მივირთმევდი შემწვარ ქათამს და ხელიდან ბარკალი გამივარდა, რომ დაიწყო სიმღერა. მოვტრიალდი და შოკირებული დავრჩი. მივხვდი, ძალიან ნიჭიერ ადამიანთან მქონდა საქმე. ვიცნობდი „ნიჭიერის“ სამზარეულოსაც და შესაბამისად, გადავწყვიტე, მივხმარებოდი და დამერწმუნებინა იმაში, რომ ის ნამდვილად იმსახურებს სცენაზე დგომას. მგონი, გამომივიდა – ის „ნიჭიერის” აღმოჩენაა. უკეთილშობილეს, უწესიერეს, უპატიოსნეს ადამიანთან გვაქვს საქმე და ეს ასმაგად დასაფასებელია.
ნათია უტიაშვილი "თბილისელები"
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები