მსოფლიო
ქეთი დოლიძე გია როინიშვილს პასუხობს- დაპირისპირება მსახიობსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის
2015-01-13 13:42:38
ასე პასუხობს ქეთი დოლიძე განაწყენებულ გია როინიშვილს:
“ისე “გაგაშავებენ” ამ ქვეყანაში ზოგიერთები, თითქოს ქვა კი არა, ქვა-ღორღები არ ქონდეთ ნასროლი, თანაც ბევრჯერ….ერთხელ კიდევ, ცნობისთვის: ბ-ნ გია როინიშვილს მინდა გავახსენო: მიუხედავად ჩემი თხოვნისა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წახვედი სპექტაკლიდან “სერობა”. კი, ბატონო!მას მერე, რაც საქართველოს პარლამენტში შებრძანდით, მიუხედავად უამრავი თხოვნისა არცერთი სპექტაკლი არ გითამაშიათ. რუსთაველიდან აღმაშენებელზე ჩამოსვლას ხელს რა უშლიდა? როდესაც გთხოვეთ, “ბაკულას ღორებში” გეთამაშათ, რადგან თქვენს კოლეგას ძმა გარდაეცვალა, მაშინაც არ მობრძანდით. მიუხედავად პარლამენტარის კარგი ხელფასისა, არასდროს გვიკადრია თეატრიდან თქვენი გაშვება და თქვენც წყნარად იღებდით ხელფასს. იმედი გვქონდა რომ თქვენს ძვირფას დროს დაგვითმობდით, თვეში 2-ჯერ მაინც… არც ერთხელ…ჩემი პირადი წყენა რა მისატანია, მაგრამ როდესაც თეატრიდან გამაგდეს, ხმაც არ ამოგიღიათ! რატომ? მერე თქვენივე სათაყვანებელი თუმანიშვილის ფესტივალი დახურეს. არც მაშინ! მე არასდროს გამიხსენებია ეს!!! ახლა, თუ შეიძლება, ეს წამებულის და დაჩაგრულის მანტია მოიხსენით და არ გაბედოთ თეატრის ან ჩემი დადანაშაულება…"
თეატრი ღალატს ვერ იტანს… მსახიობს თუ შეუძლია 4 წელი სცენაზე არ დადგეს, ის რაზე მელაპარაკება? ამიტომ, ჩემო კარგო, ხელშეკრულება ხან გაგრძელდება, ხან ვერა. 30 წელია თეატრში ვიყავიო… გამოაკელით ის წლები, როდესაც პარლამენტში საგმირო საქმეებით იყავით დაკავებული… და სპექტაკლებს არ თამაშობდით! კოლეგების აზრიც იკითხეთ… ზოგიერთის მაინც… გისურვებთ დიდ წარმატებებს.. ისე, კარგად გაიხსენეთ, რომ პირველი დრამატული როლი ჩემს სპექტაკლში ითამაშეთ, თანაც კარგად…”
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსახიობმა გია როინიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია მისი თეატრიდან გაშვების თაობაზე
ნახეთ ლინკზე : http://itv.ge/?m=16&CID=34843
კომენტარები