1 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ დავიკლოთ წონაში ჭარხლის დიეტით, ვუმკურნალოთ სურდოს და კიბოსაც კი..

ჭარხლის სასარგებლო თვისებებზე საუბარი შორს წაგვიყვანდა.

ჭარხალი ამაგრებს კაპილარების კედლებს, აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და სასუნთქი გზების გაფართოების თვისება. მასში არსებული ნივთიერებები გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან. ჭარხალი არეგულირებს გულის მუშაობას. მას გამოიყენებენ საერთო სისუსტის, ანემიის, ათელოსკლეროზის სამკურნალოდ.

ჭარხალი ასევე გამოიყენება ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად.

იმ უნიკალური შემცველობის გამო, რაც ბოლოკს აქვს, მას გამოიყენებენ სისხლნაკლებობის, ღვიძლის დაავადებების, მაღალი წნევის შემთხვევაში.

ჭარხალი აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ხელს უშლის სისხლში ე.წ. წითელი ბურთულების წარმოქმნას. მისი წვენი გამოიყენება ტრომბოფლებიტის, ჰიპერტონიის და ვენების გაგანიერების საწინააღმდეგოდ.

ექიმები ჭარხლის მოხმარებას განსაკუთრებით ხანდაზმულებს ირჩევენ.

როგორ ვიმკურნალოთ ჭარხლით სურდოს შემთხვევაში?

ჭარხლის გამოწურულ წვენში უნდა შევურიოთ მცირე რაოდენობით თაფლი. მიღებული სითხე უნდა ჩავიწვეთოთ ცხვირში 4-ჯერ დღეში, 5-5 წვეთის ოდენობით.

ნაღვლის კენჭების მკურნალობა ჭარხლით

გავხეხოთ ჭარხალი. მიღებული მასა მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ წყალი ისე, რომ გახეხილი ჭარხლის მასა მთლიანად დაიფაროს. შემდეგ შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ მანამ, სანამ სქელ სიროფად არ გარდაიქმნება. სიროფი მივიღოთ 100 მილიგრამის ოდენობით 3-ჯერ დღში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

როგორ დავირეგულიროთ წნევა ჭარხლის მეშვეობით?

ვიღებთ 100 გრ. ჭარხლის წვენს, ვუმატებთ 100 გრ. თაფლს და ვიღებთ დღეში 5-ჯერ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით. მკურნალობის კურსი ერთთვიანია.

ჭარხალი კიბოს წინააღმდეგ

ჭარხალი სიმსივნესთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. უნდა მივიღოთ 100-100 გრამი მოხარშული ჭარხალი დღეში 2-ჯერ. გარდა ამისა, უნდა ვსვათ ჭარხლის წვენი, დღეში 700 მლ-ის ოდენობით.

როგორ ვებრძოლოთ სიმსუქნეს ჭარხლის მეშვეობით?

ჭარხლის დიეტის უამრავი სახეობაა ცნობილი. ყველაზე გავრცელებულია გახეხილი მოხარშული ჭარხლის დიეტა, რომელსაც ურევენ მცენარეულ ზეთს. ჭარხლის დიეტის დაცვისას უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით მწვანე ჩაი, გაზგასული მინერალური წყალი, ნატურალური წვენები და ახალი ბოსტნეული. სასურველია დღეში 2 ლიტრამდე სითხის მიღება. ასეთი დიეტით შესაძლებელია 2 დღეში 1 კილოგრამის დაკლება.

ჭარბი წონისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი საშუალებაა ჭარხლისა და სტაფილოს წვენების დიეტა. ასეთი დიეტით შესაძლებელია 10 დღეში 4 კილოგრამის დაკლება.

როგორ ვუმკურნალოთ ანგინას ჭარხლით?

ერთ ჭიქა ჭარხლის გამოწურულ წვენს ვუმატებთ ერთ სუფრის კოვზ ძმარს და ვივლებთ ყელში დღეში 3-ჯერ.

sazogadoeba.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები