1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეეცადეთ დღეს გამოასწოროთ ყველა ის შეცდომა, რომელიც დაუშვით ახლო წარსულში. თქვენ უფრო მშვიდი და დაფიქრებული გახდებით. საღამოს მოსალოდნელია ხმაურიან წვეულებაზე მოგიწიოთ წასვლა. 

კურო
მოერიდეთ დღეს უფროსობას, თვალში ნუ მოხვდებით მას. თქვენს მეგობრებს და ნაცნობებს ნამდვილად გააოცებთ. ყურადღების ცენტრში ხართ. საქმეებს აწესრიგებთ. არ არის საჭირო, ყველაფერს ერთდროულად მოკიდოთ ხელი. იყავით უფრო მიზანდასახული. წარმატებას ასე უფრო ადვლად მიაღწევთ. 

ტყუპი
ფრთხილად მოეპყარით საქმიან ქაღალდებს. თუ უპასუხისმგებლობას გამოავლენთ, სამსახურში პრობლემები აუცილებლად შეგექმნებათ. დღეს თქვენ მიმართ ზედმეტად აგრესიულები იქნებიან ის ადამიანებიც, ვინც პატივს გცემთ

კირჩხიბი
დღევანდელი დღე ძალიან მძიმე იქნება, მოგიწევთ ძალების კონცენტრირება. თუ დახმარების ხელი გამოგიწოდეს უარი არ თქვათ, ნამდვილად დაგჭირდებათ. პირადული მეორე პლანზე გადაინაცვლებს.

ლომი
დიდი შრომა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი მიზნის ერთ პროცენტს მაინც მიაღწიოთ. კარგი იქნება, თუ ასეთი დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, განტვირთვას შეძლებთ და მეგობრების კომპანიაში მოილხენთ.. 

ქალწული
ეს დღე მოგიტანთ სრულიად მოულოდნელ კავშირებსა და ურთიერთობებს ეს, ძირითადად, დაკავშირებული იქნება უცხოელ პარტნიორებთან. საჭიროა გამოავლინოთ მეტი აქტიურობა და ორგანიზებულობა, რათა ხელიდან არ გაუშვათ წარმატების შანსი.

სასწორი
დღეს აქტუალური ფინანსური საკითხებია. კარგი იქნება, თუ შემოსავლის ახალ წყაროზე იფიქრებთ. ეცადეთ, ემოციები სტრესამდე არ მიიყვანოთ. დღევანდელი დღე იდეალურია ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისათვის.

მორიელი
დღის მეორე ნახევარი მეგობრებთან ერთად გაატარეთ, ნუ აჰყვებით ცდუნებას, არცთუ ისე ახლობელ ადამიანს გაანდოთ საიდუმლო, მით უმეტეს, თუ ის სხვას ეხება. ეს დღე ხელსაყრელია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. წარმატებას მიაღწევთ პარტნიორებთან მოლაპარაკებისას.

მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი წარმატებულია ფინანსური ოპერაციებისათვის. ადვილად შეძლებთ დამატებითი შემოსავლების მოძიებას. მეორე ნახევარი კი დასვენებასა და გართობას დაუთმეთ. 

თხის რქა
ცირედი მატერიალური პრობლემების მიუხედავად, დღე წარმატებული იქნება. ენდეთ ინტუიციას და იყავით მაქსიმალურად აქტიური. მოგზაურობისაგან თავი შეიკავეთ. საკუთარ თავს უფრო მეტი დრო დაუთმეთ, რაც დეპრესიიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. 

მერწყული
წარმატებული დღე გრძელდება. ეცადეთ, წარმოქმნილ პრობლემებს იუმორით შეხედოთ და მარტივად გადაწყვიტოთ. ოჯახური ფასეულობები წინ წამოსწიეთ. საყვარელ ადამიანთან იდეალურ ურთიერთობას შეინარჩუნებთ. საღამო საკუთარ თავს დაუთმეთ. დროა, იმიჯი შეიცვალოთ.

თევზები
დღე იდეალურია ფინანსური ოპერაციებისათვის და ხანგრძლივი პროექტების წამოსაწყებად. მატულობს ტრავმების რისკი, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ. პირად ცხოვრებაში რადიკალური ნაბიჯები თამამად გადადგით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები