სოც. მედია
სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს დაემშვიდობა
2015-01-05 10:44:13
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" , რომელიც "რუსთავი 2 "ზე დიდი რეიტინგით სარგებლობს მაყურებელს დაემშვიდობა, თუმცა სულ რაღაც ერთი თვით , ამის შესახებ ინფორმაციას სერიალის გვერდის ადმინი ავრცელებს :
"მეგობრებო, ესეც მეექვსე სეზონის ბოლო სერია!
სერიალი გემშვიდობებათ ერთი თვით, ერთთვიანი პაუზის მერე დაიწყება მეშვიდე სეზონი! (ზუსტ თარიღს შეგატყობინებთ მაშინვე, როგორც კი გახდება ცნობილი)
განვლილი ექვსი სეზონის განმავლობაში, ჩვენს ფეისბუქის გვერდს შემოუერთდა 150,000-ზე მეტი ადამიანი, იუთუბზე ჩვენს ოფიციალურ არხს აქვს თითქმის 50 მილიონი ნახვა, ხოლო ჩვენი სერიალის ქუბებს - მილიონნახევარზე მეტი ნახვა Coub-ზე!
ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ, რომ უკვე ექვსი სეზონია ხართ ჩვენთან ერთად, შევხვდებით ერთმანეთს თებერვალში! "
კომენტარები