1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სიმშვიდე და დასვენება გესაჭიროებათ. უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. მოაგვარეთ პირადი პრობლემები, დაგეგმეთ მომავალი. აგრეთვე კარგი დღეა საჩუქრებისა და პროდუქტების შესაძენად. 

კურო
ახალ სამუშაოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ კარგ ანაზღაურებას შემოგთავაზებენ. კარგი დღეა გულითადი საუბრებისთვის. პარტნიორის მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული. 

ტყუპი
უარს ნუ იტყვით წვეულებაზე, მეგობრებთან შეხვედრაზე. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად, ინფორმაციის მოსაძიებლად; მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. 

კირჩხიბი
მთვარე თევზებშია, ამიტომ ინტუიციის გაძლიერებას იგრძნობთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს პრობლემების მოგვარებაში.

ლომი
კარგი დღეა ინტელექტუალური სამუშაოსთვის. მოიკითხეთ ახლობლები, შესთავაზეთ დახმარება. მეტად დაისვენეთ, მიიღეთ ვიტამინები. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. მიხედეთ ოთახის ყვავილებს. 

ქალწული
შეხვედრები, მიმოწერა, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციები გელით. დასვენების დღის მიუხედავად პარტნიორთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. კარგი დღეა ვარჯიშისთვის. 

სასწორი
კარგი დღეა პირადი საკითხის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. უარი არ თქვათ შეხვედრაზე, საინტერესო მიმოწერა გელით. 

მორიელი
დრო დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას, საოჯახო საქმეებს. ახლობლებს საქმეების მოგვარებაში დაეხმარეთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ პარტნიორის მიმართ. ეცადეთ, ემოციებმა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეგიშალოთ. 

მშვილდოსანი
მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისა და საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად. დღეს მაქსიმალური კომფორტი შეიქმენით, სამოსიც კი მოხერხებული უნდა გეცვათ; დაისვენეთ, გამოიძინეთ. 

თხის რქა
კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, საყიდლებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან და ახლობლებთან მიმოწერას, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. 

მერწყული
მეტი დრო გაატარეთ ლამაზ გარემოში, საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, წაიკითხეთ კარგი წიგნი. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. 

თევზები
თქვენი დღეა, ყური უგდეთ ინტუიციას. მეტი დრო დაუთმეთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს; იმიჯს. კარგი დღეა საყიდლებისთვის. პირადი ურთიერთობებში ყველა პრობლემას მარტივად მოაგვარებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები