ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ვერძი
ვერძებისთვის 2015 წლის იანვარი ძალიან წარმატებული თვე იქნება. ვარსკვლავების ცნობით, სწორედ ახლა დგება დრო, რომელიც სრულფასოვანი ურთიერთობების, ინფორმაციის გაცვლის, ნაცნობობის გაბმისა და მოგზაურობისთვის იდეალური იქნება. ახალი წლის დასაწყისის მიუხედავად, ეს პერიოდი საუკეთესო იქნება საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად, რაც დასასვენებლად ყოფნისასაც კი შეიძლება მოხდეს. 19 და 20 იანვარი განსაკუთრებით კარგი დროა ახალი შეხვედრებისთვის, ამიტომ ამ დღეებში სახლში ნუ დარჩებით, ეცადეთ მაქსიმალურად ხალხმრავალ საზოგადოებაში იტრიალოთ. თვის მესამე დეკადა მცირედი შეფერხებებით ჩაივლის. თუ ვერძს ვინმეს დახმარების იმედი ჰქონდა, ამ უკანასკნელმა შეიძლება გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს. ვერძი თავადაც ასე უნდა მოიქცეს, მცირე პაუზა აიღოს და კარგად დაუკვირდეს, სწორად იქცევა თუ არა. 21 იანვრიდან 11 თებერვლამდე ვერძის ქცევებსა და ქმედებებს მერკური მართავს და ზოდიაქოს ამ ნიშანს ახალ კავშირებსა და სასარგებლო ნაცნობების შეძენას პირდება. თუმცა ამავე პერიოდში აქტუალური იქნება იმედგაცრუება ზოგიერთი ახალი ნაცნობით. ფრთხილად იყავით დოკუმენტების ხელმოწერისა თუ ხელშეკრულებების დადებისას – შესაძლოა თაღლითობის მსხვერპლად იქცეთ. ზოგიერთი კონტრაქტი შესაძლოა თქვენი საქმიანი რეპუტაციისა და საფულისთვის საზიანო აღმოჩნდეს, სამაგიეროდ მოვლენათა ასეთი განვითარება გაიძულებთ ძველ, დაუმთავრებელ პროექტებს მიუბრუნდეთ, რაც თქვენს საქმიანობას ახალ სიცოცხლეს შთაბერავს და საკმაო მოგებასაც მოგიტანთ. ასე რომ, დროს ნუ დაკარგავთ და ნურასდროს შეჩერდებით თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ვერძების ფინანსური მდგომარეობა იანვარში საკმაოდ სტაბილური იქნება. ხარჯების დიდი ნაწილი დღესასწაულებს, გართობას, ოჯახის სიამოვნებას მოხმარდება, მოულოდნელი და ნეგატიური სიურპრიზები კი ამ მიმართულებით არ იქნება.
2015 წლის იანვარში ვერძის პირად ცხოვრებაში მთავარი შტრიხი მეგობრული კონტაქტები იქნება, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობებში კონფლიქტები იმძლავრებს. სანაცნობო წრის გაფართოებაზე ზედმეტად კონცენტრირებამ შესაძლოა პარტნიორს ცოტა არ იყოს დაგაშოროთ. მარტოხელა ვერძები 2015 წლის იანვარში შეიძლება თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდნენ ან ძალიან მგზნებარე,ვნებიანი რომანი დაიწყონ, თუმცა ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ხანგრძლივი არ აღმოჩნდება. 2015 წლის პირველი თვის განმავლობაში ვერძის ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალი იქნება, თუმცა თვის მეორე ნახევარში ჯანმრთელობას ცოტა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და განსაკუთრებით ფრთხილად მოიქცეს საჭესთან. თვის რთული დღეებია 14-16, 23, 24 იანვარი.
კურო
კუროებს იანვარში საკმაოდ ბევრი სასიამოვნო მომენტი ექნებათ და იღბალი მათ მხარეს იქნება როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად ცხოვრებაში. არაფრის შეგეშინდეთ და მიზნისკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვიოთ. საახალწლო დღესასწაულების მიუხედავად, იანვარი კუროს საქმიანი ცხოვრებისთვის მაინც ძალიან წარმატებული იქნება. თვის მეორე ნახევარში საინტერესო წინადადებას მიიღებთ. ამ პერიოდში შეიძლება დადოთ კონტრაქტი, რომელიც თქვენს მომავალზე ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს. 2015 იანვარში დაქირავებულ კუროებს ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რისი წყალობითაც ზოგიერთი მათგანი კარიერულ კიბეებზე დაწინაურდება. ბიზნესმენი კუროები მომგებიან ხელშეკრულებებს დადებენ. თვის ბოლო კვირა კი ასეთი პოზიტიური აღარ იქნება, ამიტომ სასწრაფო გადაწყვეტილებების მიღებაც ჯობს ცოტა მაინც გადადოთ. ამ პერიოდში გელოდებათ დაუგეგმავი ხარჯები, ძველი ვალდებულებების დაფარვის აუცილებლობა, კრედიტების დაბრუნება და ა.შ. თუმცა იანვარში კუროს საკმაოდ სერიოზული ფინანსური მოგებაც ექნება, ამიტომაც ეს მოულოდნელი ხარჯებიც ვერაფერს დააკლებს. თუ პლუსში არა, მინუსში მაინც არ იქნებიან. საჭიროების შემთხვევაში მშობლების ან ახლობლების ფინანსური მხარდაჭერის იმედიც შეიძლება ჰქონდეთ.
2015 წლის იანვრის მთავარი პრობლემა შეყვარებულ წყვილს თუ ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირება იქნება. ყველაფერში პროფესიონალური და ოჯახური ვალდებულებების პრიორიტეტულობის საკითხი იქნება დამნაშავე – კურო ვერ შეძლებს ამ თვეში ახლობლებს სათანადოდ მიაქციოს ყურადღება. იგი ყოველთვის ვერ ახერხებს სრულყოფილად ერგებოდეს ახლობელი ადამიანების მოთხოვნებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კარგად აუხსნას, რომ დაკავებულია, არამედ მათი დახმარებაც ითხოვოს. გარდა ამისა, მოსალოდნელია უთანხმოება მშობლებთანაც, თუმცა ის დიდხანს არ გასტანს და მალე შერიგდებიან. რამდენიმე უსიამოვნო მომენტი ელის შეყვარებულ კუროს იანვრის მეორე დეკადაში. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ფინანსებთან, მეგობრებთან ურთიერთობასთან ან სამსახურზე განსხვავებულ შეხედულებასთან.მოკლეხნიანი აფეთქება მალევე შეიცვლება მშვიდობით და სიტუაცია უწინდელ კალაპოტში ჩადგება. იანვრის თვეში კუროები თავს შესანიშნავად გრძნობენ და არც მათ ჯანმრთელობას ემუქრება რაიმე.
ტყუპები
2015 წლის იანვარში ტყუპებს აუცილებლად სჭირდებათ სუფთა ჰაერი, ამ ცნების ორივე, პირდაპირი და გადატანითი გაგებით. საუკეთესო დროა განმარტოებისა და სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე დასაფიქრებლად, რუტინისგან და ყოველდღიური საწუხარისგან თავის დასაღწევად. აიღეთ შვებულება და წადით სამოგზაუროდ! თუ საქმეს ვერ ეშვებით, გახსოვდეთ, რომ ამ თვეში მთავარი სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებაა. სწორედ იანვარში შეიძლება გადაიდგას ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც თქვენს მთელ ბიზნესსაქმიანობაზე მოახდენს გავლენას. თვის მეორე დეკადაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოლაპარაკების გამართვა, რომლის დროსაც ახალი სამსახური ან ბიზნესის გაფართოება შეიძლება შემოგთავაზონ. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული არჩევანის გაკეთება მოგიხდეთ ახალ და ძველ საქმიან პარტნიორებს შორის. მერყეობა და ეჭვები იანვრის მესამე დეკადიდან შეგიპყრობთ, როდესაც სადავო და რთული საკითხების განხილვა დაიწყება. არ არის გამორიცხული კონფლიქტის წარმოშობა ძველ პარტნიორებთან, რაც 11 იანვრამდე გასტანს. შემდეგ კი საჭირო გადაწყვეტილება მოიძებნება და ტყუპები წინსვლას განაგრძობენ . იანვრის თვე არც ისე სტაბილური იქნება ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა ტყუპებს გაკოტრება მაინც არ ელოდებათ. შესაძლოა დიდი ხარჯები დაჭირდეს დღესასწაულებს, მაგრამ ტყუპები ამისთვის მზად იქნებიან. მოულოდნელობები ფულადი სახით არ გექნებათ, თუმცა ისევე, როგორც სასიამოვნო სიურპრიზები.
2015 წლის იანვრის შუა პერიოდში ვარსკვლავები ტყუპებს ოჯახურ ან სასიყვარულო ურთიერთობებში უსიამოვნებებს უქადიან. ძველი, თითქოსდა მყარი კავშირები შეიძლება დაირღვეს. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდება, რომ თქვენი ინტერესები და სასიცოცხლო მიზნები სრულებით არ ემთხვევა ერთმანეთს და თითოეული თქვენგანისთვის საკუთარი გზით წასვლა სამომავლოდ მომგებიანი და გამართლებული იქნება. გარდა ამისა, დაშორება ტყუპებისთვის შესაძლოა დროებითი და იძულებითი გამოდგეს, მაგალითად მას მოუხდეს ხანგრძლივ მივლინებაში წასვლა. თუმცა ასეთ შემთხვევაში საყვარელ ადამიანთან დროებით დაშორება თქვენს გრძნობებს კიდევ უფრო გაამძაფრებს. იანვრის თვეში ტყუპების ჰოროსკოპსპლანეტა სატურნი განკარგავს, რომელიც უმომავლო კავშირებს თავიდან აგაშორებთ. სწორედ ამიტომ, არ უნდა დაგწყდეთ გული – თქვენს ჭეშმარიტ მეორე ნახევართან შეხვედრა კიდევ წინ გელოდებათ. 2015 წლის პირველი თვის დიდი ნაწილის განმავლობაში ტყუპების ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც იმედისმომცემი არ იქნება, თუმცა არც რაიმე სერიოზული დაავადების საფრთხის წინაშე დგახართ. პერიოდულად თავს შეიძლება დაღლილობის მატება შეამჩნიოთ და დაუყოვნებლივ ეცადეთ დასვენების საათები გაზარდოთ. 20 იანვრიდან კი ახალი მთვარე პოზიტიურ ენერგიას მოგანიჭებთ, რის შედეგადაც ტყუპების ფიზიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
კირჩხიბი
2015 წლის იანვარი კირჩხიბებისთვის საკმაოზე მეტად გადატვირთული თვე იქნება. ყველაზე მთავარი ამ პერიოდში ვალდებულებების გასტუმრება და ადრე გაცემული დაპირებების შესრულებაა. კირჩხიბს ბიზნესში აქტიური პერიოდი აქვს, თუმცა სწორედ ამ თვეში შეიძლება იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდეს. თვის მეორე და მესამე დეკადაში მოსალოდნელია დიდი ხარჯები, რაც სწორედ ზემოთ აღნიშნული ძველი ვალდებულებების მოშორებას დასჭირდება. უნდა ელოდოთ უთანხმოებებს საქმიან პარტნიორებთან, რაც ერთი და იმავე საკითხისადმი სხვადასხვა მიდგომით იქნება გამოწვეული. ასევე გაგიჩნდებათ ფინანსური ვალდებულებები, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. შეიძლება კონფლიქტში შეხვიდეთ თქვენს საზღვარგარეთელ პარტნიორებთანაც. ასეთი ნეგატიური ჰოროსკოპი გექნებათ თებერვლის დასაწყისამდე, შემდეგ კი ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.ბიზნესმენ კირჩხიბებს საკუთარი საქმის გაფართოებაში საგრძნობი თანხების ჩადება მოუწევთ. მოსალოდნელია ძვირადღირებული შენაძენების გაკეთება, რომლებიც თქვენს მოლოდინებს არ გაამართლებს. საუბარია, პირველ რიგში, უძრავ ქონებაზე. იანვრის თვეში ვარსკვლავები სერიოზული გარიგებების დადებას არ გირჩევენ, განსაკუთრებით 21 იანვრიდან 11 თებერვლამდე პერიოდში. ეს დრო სიტუაციის გაანალიზებასა და სამომავლო გეგმების დაწყობას დაუთმეთ. იანვარში არც ფინანსური მდგომარეობა ექნებათ კირჩხიბებს მაინცდამაინც სტაბილური. ამ თვეში მათ დიდი ხარჯები და შემოსავლების შემცირება ელით.
2015 წლის იანვარში დღის წესრიგში მსხვილი უძრავი ქონების ან ისეთი შენაძენის გაკეთება დგება, რასაც დიდი ხანია აჭიანურებდით. შეყვარებულ კირჩხიბებს ურთიერთობებში არასტაბილურობა შეეპარებათ. წყვილებს შორის უთანხმოებები ფინანსური საკითხების ან მიმდინარე ცხოვრებისეულ მოვლენებზე განსხვავებული წარმოდგენების გამო შეიძლება შეექმნათ. ბევრ ოჯახში კამათის მიზეზად ბავშვები და მათი პრობლემები იქცევა. ამრიგად, იანვარში კირჩხიბებს მშვიდი ცხოვრება არ ელით. საუკეთესო, რაც ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ, მოთმინების მოკრება და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი თავშეკავების გამოჩენაა. ამ თვეში არც თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი იქნება მაინცდამაინც მაღალი, ამიტომ ჯანმრთელობას მაქსიმალურად გაუფრთხილდით და მეტი დაისვენეთ.
ლომი
შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა – ეს უნდა იყოს ლომის დევიზი 2015 წლის იანვარში. მას ბევრი საქმე ექნება, ამიტომ დროა მკლავები დაიკაპიწოს და მუშაობას შეუდგეს. თვის პირველი დეკადა ლომისთვის შედარებით მშვიდად ჩაივლის, მეორე დეკადიდან კი პასუხისმგებლობის ტვირთი დამძიმდება, რადგან გარშემომყოფები ლომის იმედზე ყოფნას და მასზე სრულად მინდობას მიეჩვივნენ. კამათი გექნებათ საქმიან პარტნიორებთან, რომელთაც საერთო პროექტების განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები აქვთ და კომპრომისზე წამოსვლას არ მოინდომებენ. თუმცა ლომებსაც ექნებათ ობიექტური, ფაქტებით განმტკიცებული არგუმენტები, ასე, რომ შუალედური, ორივე მხარისთვის მეტნაკლებად მისაღები გამოსავალი მაინც მოინახება. ლომის მხარესაა მძლავრი იუპიტერი, რომელიც მის ჰოროსკოპზე ზეგავლენას მთელი 2015 წლის განმავლობაში იქონიებს და ასეთ ძლიერ ენერგეტიკასთან დაპირისპირებას გარშემომყოფები უბრალოდ ვერ შეძლებენ. ასე რომ, არ ღირს პარტნიორების მითითებებით მოქმედება, თუ მათ არ ეთანხმებით. მით უფრო, რომ მათ რიგებში დაპირისპირება უთანხმოებების სიმრავლით იქნება გამოწვეული. ამ თვალსაზრისით 21 იანვრიდან თებერვლის დასაწყისამდე საყურადღებო სიტუაცია შეიქმნება და ლომების ოპონენტები წინააღმდეგობრივ ნაბიჯებს გადადგამენ. ეცადეთ, როგორღაც გადაიტანოთ ეს პერიოდი, რომ შემდეგ თამაშის საკუთარი წესების დადგენა შეძლოთ. მენეჯერი ლომები ყურადღებით უნდა იყვნენ დაქვემდებარებულებთან. აკონტროლეთ თქვენი გარემოცვის ქმედებები და მუდმივად მზად იყავით შემოწმებებისა და ინსპექციებისთვის. კვლავინდებურად აქტუალურია სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან კონტაქტის შენარჩუნება. იანვარში ლომების ფინანსური სიტუაცია ცოტა გაურკვეველი იქნება. მაინცდამაინც დიდი გარღვევები მატერიალური სტაბილურობის კუთხით არ გექნებათ, მაგრამ არც დიდი ხარჯები შეგაწუხებთ.
2015 წლის იანვარში შეყვარებულ ლომებს პარტნიორის ქცევა ცოტა უცნაურად მოეჩვენებათ. საქმე ისაა, რომ ამ უკანასკნელებმა ლომის ყურადღების მიქცევა და მათში სიყვარულისა და ვნების ხელახლა აგიზგიზება გადაწყვიტეს. ამ პერიოდში ლომმა მომეტებული სიჯიუტე არ უნდა გამოიჩინოს და კომპრომისის მისაღწევად გზები ეძებოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება წლის პირველი თვე მშვიდი და ჰარმონიით აღსავსე. და თუ ლომი დათმობს, თავისდა გასაოცრად აღმოაჩენს, რომ მისი საყვარელი ადამიანიც მზადაა იგივე ნაბიჯის გადასადგმელად. მარტოხელა ლომებს კი იანვარში საინტერესო ნაცნობების შეძენა ელოდებათ, ასე რომ, შესაძლოა თავიანთ მეორე ნახევარსაც კი შეხვდნენ. როგორ აეწყობა ეს ურთიერთობები სამომავლოდ, დრო გვიჩვენებს, თუმცა ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული. სიფრთხილე გამოიჩინეთ 21 იანვრიდან 11 თებერვლამდე შეძენილ ახალ ნაცნობებთან, რადგან მათთან ურთიერთობა შესაძლოა ხანმოკლე, მაგრამ მტკივნეული გამოდგეს. ამ თვეში ლომებს ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნათ, სულ მცირე, ქრონიკული გადაღლილობა მაინც შეაწუხებთ. მათი ენერგეტიკული პოტენციალიც ძალიან დაბალ დონეზეა. ეცადეთ, მარტივი გაციებისგან მაინც დაიცვათ თავი.
ქალწული
იანვარში ქალწული წარმატებით მოახერხებს თავისი პროფესიული საქმეების პირად ცხოვრებასთან შეთავსებას. დგება პერიოდი, როცა მთელ თქვენს გარემოცვას თქვენი იმედი აქვს და არ დააღალატოთ. თვის მეორე დეკადა ქალწულისთვის ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად საუკეთესო პერიოდი იქნება. დაიწყება ახალი პროექტების განხორციელება, შედგება ბევრი სასარგებლო შეხვედრა. ეს შეეხება როგორც საქმის გაფართოებას, ისე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. გამორიცხული არ არის ადრე მიტოვებულ პროექტს ხელახლა მიუბრუნდეთ და წარმატებასაც მიაღწიოთ. თუმცა მთლად იღბალს ნუ მიენდობით. თვის მესამე დეკადაში ქალწულმა მცირე პაუზა უნდა აიღოს დაკონკრეტულ პროექტზე იფიქროს, სანამ განხორციელებას შეუდგებით, მას დამუშავება ნამდვილად სჭირდება. თვის ბოლო დღეებში მენეჯერ ქალწულებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ კოლეგებთან. მათდამი ნდობა შეიძლება ცოტა შეილახოს. გაურკვევლობის პერიოდი თებერვლის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება, შემდეგ კი სიტუაცია კვლავ უწინდელ კალაპოტს დაუბრუნდება. იანვარში ქალწულების ფინანსური მდგომარეობა სტაბილური არ იქნება. ფული მუდმივად იხარჯება და სად, ლამისაა ვერც გაიგოთ. მოულოდნელ ხარჯებს გვერდს ვერაფრით აუვლით. ხარჯების მთავარი ნაკადი ახლობელი ადამიანების და ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება. თუმცა ქალწულის ბიუჯეტში 11-13, 29 და 30 იანვარს დამატებითი შემოსავლები შემოვა.
იანვარში ქალწულის პირადი ცხოვრება ოჯახური საზრუნავით იქნება სავსე. თქვენ საკუთარი ოჯახის ცენტრში ხართ და ირგვლივ ისეთი ადამიანები გახვევიათ, ვისაც მართლა უყვარხართ და სჭირდებით. მცირედი დაძაბულობა ოჯახში იანვრის მიწურულს შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. თუ თქვენთვის ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან ძვირფასია, ისწავლეთ თავშეკავება და ეძებეთ კომპრომისი. მით უფრო, რომ ადრე თუ გვიან ყველაზე სერიოზული დაპირისპირებაც კი სიყვარულით სავსე ოჯახში მშვიდობით შეიცვლება. ყურადღებით იყავით თქვენს ჯანმრთელობასთან 2015 წლის იანვარში და მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ცხოვრების ჯანსაღი წესი და დიეტა ყოველგვარ წამლებზე შედეგიანი იქნება.
სასწორი
ვარსკვლავები 2015 წლის იანვარში სასწორს მოუსვენრობასა და აურზაურს უწინასწარმეტყველებენ. სამსახურშიც ბევრი მუშაობა მოგიწევთ, სახლში დაბრუნებულს კი საყვარელ ადამიანთან მომავალ ურთიერთობებზე განცხარებული მსჯელობა. თვის პირველ ნახევარში მცირე მივლინებები გელოდებათ, რომლის დროსაც თქვენს საზღვარგარეთელ კოლეგებს შეხვდებით და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ შედეგიანადაც. მენეჯერმა ქალწულებმა იანვარში ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი თავიანთ თანამშრომელებს, რომელთა დაუდევრობითაც შესაძლოა მნიშვნელოვანი საქმე გაფუჭდეს. თვის მეორე ნახევარში შესაძლებელია ურთიერთობა აგერიოთ საქმიან პარტნიორებთან, რომელთაც თქვენ წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა აქვთ დაგეგმილი. იანვარში სასწორებს სერიოზული ხარჯები ელოდებათ, რაც დღესასწაულებთან, ახლობელ ადამიანებთან, ბავშვებთან და გართობასთან იქნება დაკავშირებული. ეცადეთ, ეკონომია გააკეთოთ, რათა სესხის აღება მაინც არ დაგჭირდეთ, რაც მომავალში მძიმე ტვირთად დაგაწვებათ.
2015 წლის იანვარში მთავარ პრობლემად სასწორისთვის პირად ცხოვრებასა და პროფესიულ ინტერესებს შორის დაპირისპირება იქცევა. საყვარელი ადამიანის პრეტენზიები იმატებს და თავად სასწორსაც კარგად ესმის, რომ მას საკმარის ყურადღებას ვეღარ აქცევს. მეტი დრო ჭირდებათ თქვენი ოჯახის სხვა წევრებსაც – მშობლებსა და ნათესავებს. ეცადეთ უკეთ დაგეგმოთ თქვენი დრო, რომელიც ოჯახსაც უნდა ეყოს, სამსახურსაც და ცოტა დასვენებასაც. თუ აუცილებელია, აუხსენით თქვენი პრობლემები ახლობლებს, ეცადეთ ეს დელიკატურად და მსუბუქად მოახერხოთ. ეს რჩევა შეყვარებული სასწორებისთვისაც აქტუალურია. პრეტენზიები შეიძლება შვილებსაც ჰქონდეთ და რაც უფრო დიდი შვილები გყავთ, მათი მოთხოვნებიც უფრო სერიოზული იქნება. წლის დასაწყისში სასწორის ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალია, ამიტომ თავს უნდა გაუფრთხილდეთ და გაციებისა და ინფექციებისგან მაინც დაიცვათ თავი. თვის მეორე ნახევარში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საჭესთან.
მორიელი
მუდმივი არაფერია, ყველაფერი იცვლება – ასეა სამყარო მოწყობილი. ეს მომენტი 2015 წლის იანვარში მორიელებს ხშირად გაახსენებს თავს, რადგან მათ ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი და ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მზად უნდა იყვნენ. საქმიან ასპარეზზეც ორიენტირების გადანაცვლება და რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თვის მეორე და მესამე დეკადაში ბიზნესმენ მორიელებს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, იქნება ეს ოფისში გენერალური რემონტის ჩატარება თუ ახალი თანამშრომლების მიღება. ცვლილებების ტალღა შეიძლება იანვარში არც დასრულდეს და წლის მეორე თვეშიც გაგრძელდეს. საშუალო რგოლში მომუშავე მორიელები დიდ დროს ოჯახური საკითხების მოგვარებას დაუთმობენ, თანაც სამსახურის ხარჯზე, რაც მათი ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. განსაკუთრებით რთული ამ კუთხით თვის შუა პერიოდია, როცა კონფლიქტების ალბათობა იზრდება. მთლიანობაში, ეს პერიოდი მორიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, რადგან ახლა მომხდარი ცვლილებები მთელ მათ მომავალზე იქონიებს გავლენას. მორიელების ფინანსური მდგომარეობა იანვარში სტაბილური არ იქნება. განსაკუთრებით დიდი თანხის დახარჯვა მორიელებს თვის შუა პერიოდში მოუწევთ. ხარჯების ძირითადი პუნქტი ბიზნესის გაფართოება ან ახლობელი ადამიანების საჭიროებები იქნება.
2015 წლის იანვარში მორიელთა უმეტესობის ოჯახში ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც რემონტის წამოწყებით ან ახალი ავეჯის ყიდვით გამოიხატება. მორიელებს ამ თვეში ბევრი სტუმარი ეწვევათ, შორეული ნათესავები კი საკმაოდ ხანგრძლივად დარჩებიან მათთან. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ამ პერიოდში საკმაოდ დაძაბული იქნება. განსაკუთრებით, ბავშვებთან, რომლებსაც თვის შუაში თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად სერიოზული ფინანსური რესურსები დაჭირდებათ. შეყვარებული წყვილებისთვის თვის მესამე დეკადა საკმაოდ რთული იქნება. ურთიერთპრეტენზიებსა და წყენებს ძლიერი გრძნობების შელახვაც კი შეუძლია. გახსოვდეთ და თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის ძვირფასია, მეტი ყურადღება დაუთმეთ ერთმანეთს. მორიელების ენერგეტიკული პოტენციალი ამ თვეში საკმაოდ მაღალია, საჭესთან კი ფრთხილად უნდა იყოთ – მაღალია ავარიების ალბათობა.
მშვილდოსანი
იანვარში მშვილდოსანმა საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცეს და დრო უკან მოხედვისა და სამომავლო გეგმებზე, მიზნებზე, მთელ ცხოვრებაზე დაფიქრებისთვისაც გამონახოს. ახალი წლის პირველი კვირა საკმაოდ მშვიდად ჩაივლის. 7 იანვრის შემდეგ კი მოსალონელია საქმიანი მივლინებები და შეხვედრები სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთან. შედეგად, მშვილდოსანი მიიღებს საინტერესო და საკმაოდ პერსპექტიულ წინადადებებს, რომელთა შორისაც რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ იჩქაროთ, დრო გავა და გამოსავალი თავისთავად მოიძებნება. პარტნიორები მშვილდოსანს საკმაოდ ორაზროვნად უდგებიან, ზოგიერთი მათგანი არაკორექტულადაც კი იქცევა. შესაბამისად, ეს სიტუაცია მარტივად გიჩვენებთ გზას, ვისთან ღირს საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება და ვის არ უნდა ენდოთ. საბოლოოდ, სიტუაციას ნათელი იანვრის ბოლოსკენ მოეფინება. მშვილდოსანს ფინანსური თვალსაზრისით 2015 წლის პირველ თვეში არანაირი სიურპრიზი არ ელის. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრევე დაიგეგმა. 3-5 იანვარს სერიოზული თანხების გაღება დაგჭირდებათ, მაგრამ შემოსავლებიც არ დააყოვნებს.
მშვილდოსნის პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იქნება. მეუღლეებმა და შეყვარებულებმა თავს ერთობლივი დასვენების უფლება უნდა მისცენ, რაც მათ ერთმანეთისადმი სიყვარულს კიდევ უფრო გააღრმავებს. იანვარი ასევე კარგი დროა რემონტის ან თუნდაც ახალი ბინის შესაძენად. გამორიცხული არ არის, აგარაკი შეიძინოთ. მზად იყავით, რომ ამ საკითხების მოგვარება საკმაოდ გაჭიანურდება, დოკუმენტების გაფორმებაც დიდ დროს წაგართმევთ და საბოლოოდ ყველაფერი მხოლოდ მარტში დასრულდება. ცოტა დაიძაბება ურთიერთობები ნათესავებთან, უფრო მეტიც, თუ მოთმინებას არ მოუხმობთ, ყველაფერი დიდ კონფლიქტში გადაიზრდება. ეცადეთ მიმდინარე მოვლენები გულთან ახლოს არ მიიტანოთ და ამ შემთხვევაში პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ. განსაკუთრებით, თუ ახლობელ ადამიანებთან თქვენთვის ჩვეული დიპლომატიის გამოვლენას მოახერხებთ. იანვრის თვეში მშვილდოსნების ენერგეტიკული პოტენციალი მოწოდების სიმაღლეზე არ არის, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას. მისი ფასი არაფერია.
თხის რქა
2015 წლის პირველ თვეში თხის რქას დისციპლინის, სიფრთხილისა და ერთგვარად, თავგანწირვის უნარის გამოვლენა მოუწევს. თუმცა გახსოვდეთ, რასაც ახლა გაიღებთ, მომავალში გაასმაგებულად დაგიბრუნდებათ. ამ თვეში, განსაკუთრებით მეორე და მესამე დეკადებში, საქმიან პარტიორებთან სერიოზული უთანხმოებები გექნებათ. სადავო საკითხებს შორის იქნება მსხვილი უძრავი ქონება ან ფინანსები. შეიძლება ეს დავა საკმაოდ ხანგრძლივად გაჭიანურდეს და სავარაუდოდ, თხის რქას უკან დახევა მოუწევს. მაღალია მოუგვარებელი იურიდიული პრობლემების კვლავ წინა პლანზე წამოწევის ალბათობა, რაზეც დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოთ. იანვრის შუა და ბოლო პერიოდში უთანხმოებები გექნებათ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ პარტნიორებთანაც. თხის რქის ფინანსური მდგომარეობა არც ისე სტაბილურია, როგორც სასურველი იქნებოდა. ამ თვეში მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი ამავე თვეში დაიხარჯება პირადი თუ პროფესიული მიზნებისათვის. 2, 12-13 და 21-22 იანვარს მოსალოდნელია მსხვილი შემოსავლების მიღება. 1, 6-8 და 14-15 იანვარი კი ხარჯების გაღების დღეები იქნება.
თხის რქას არც პირად ცხოვრებაში ექნება დიდი სიამტკბილობა. საქმე აქაც უძრავ ქონებას შეეხება, რის გამოც კონფლიქტების მთელი სერიაა მოსალოდნელი. წყვილებს შორის, რომლებსაც ისედაც არეული ჰქონდათ ურთიერთობა, შეიძლება ქონებრივი დავა დაიწყოს. გარდა ამისა, იანვრის შუა პერიოდიდან მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება ნათესავებთან, რომლებიც თქვენს ოჯახურ საქმეებში ერევიან. ჯანმრთელობის მხრივ, თხის რქას სადარდებელი არაფერი აქვს, ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია და ვერანაირი დაავადება მოგერევათ.
მერწყული
2015 წლის იანვარში ვარსკვლავური ვიბრაციები მერწყულს მატერიალური ფასეულობების სამყაროდან შორს წაიყვანს. ეცადეთ, მთელი ყურადღება ცხოვრების სულიერ და ინტელექტუალურ შემადგენელზე გაამახვილოთ, რადგან განვითარება სწორედ ამ სფეროებშია მოსალოდნელი. თვის პირველ დეკადაში მერწყულის საქმიან ასპარეზზე სიმშვიდე იქნება, რაც პირველ რიგში, დღესასწაულებით აიხსნება. ამიტომ ნუ იღელვებთ, მალე ყველაფერი მოწესრიგდება. ყოველ შემთხვევაში, იანვრის მეორე დეკადა საკმაოდ დინამიური იქნება, თუმცა ამავე დროს, კონფლიქტურიც. მოსალოდნელია უთანხმოებები საქმიან პარტნიორებთან ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებთან და მის ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით. თუ წაგებულის მდგომარეობაში აღმოჩენა არ გინდათ, მტკიცედ და თანმიმდევრულად უნდა მოიქცეთ. მართალია, ამ თვისებების მიხედვით მერწყულები იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ცოტა მოისუსტებენ, მაგრამ თუ მიზნის მიღწევა უნდათ, საკუთარ თავს უნდა აჯობონ. ეცადეთ მეტი სითამამე გამოიჩინოთ და ამ შემთხვევაში ოპონენტები უკან დაიხევენ, რადგან იგრძნობენ, რომ თქვენს დაჩაგვრას ვერ მოახერხებენ. თვის მესამე დეკადაში საქმიან ასპარეზზე ცოტა გაუგებარი მდგომარეობა იქნება და ის თებერვლის დასაწყისამდე გაგრძელდება. არც მერწყულის ფინანსური მდგომარეობაა ისეთი სტაბილური, როგორც ადრე იყო. ზოგიერთ მერწყულს შეიძლება მეგობრებმა უღალატონ და მიზეზი მატერიალური ინტერესები იყოს. არც მეუღლეებს შორისაა ფინანსური ხას��
friday.ge
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები