მსოფლიო
შემთხვევა თბილისში – შვილიშვილმა მძინარე ბაბუას პირში “ხლაპუშკა” აუფეთქა
2014-12-29 23:28:18
დეკემბრის ბოლოს, ბოლო ათი დღის განმავლობაში, წინასაახალწლოდ პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, სხეულის სხვდასახვა სახის დამწვრობა 20-მდე მოქალაქემ მიიღო. მათ შორის 10 არასრულწლოვანია. – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაშავებული პაციენტები, რომლებმაც სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა მიიღეს, კლინიკაში ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდნენ. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ქაშიბაძე „კვირას“ განსაკუთრებული შემთხვევის შესახებაც ესაუბრა. „ბაბუას, რომლსაც ტელევიზორის ყურების დროს ჩაეძინა და პირით სუნთქავდა, პატარა შვილიშვილი მიეპარა და საახალწლო ასაფეთქებელი მოწყობილობა პირის ღრუში აუფეთქა. შედეგად მოხუცმა ენის დამწვრობა მიიღო“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდნონ საახლწლო პიროტექნიკის გამოყენებას, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პრობლემები.
წყარო: kviira.ge
კომენტარები