მსოფლიო
29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-12-28 23:42:08
ვერძი
წარმატებული იქნება თქვენთვის დღის პირველი ნახევარი, ამიტომ საკამათო საკითხები უკეთესია გადაწყვიტოთ სადილამდე. აკონტროლეთ ყველაფერი, განსაკუთრებით ფინანსური ოპერაციები. მრავალი იდეა მოგივათ თავში
კურო
შესაძლებელია დღეს რადიოში მოსმენილი სიმღერა თქვენი საყვარელი გახდეს რაღაც დროით. იმდენად მოიხიბლებით მელოდიით, რომ ცოტა ხანში იგი გაჩნდება თქვენს მაღვიძარაზე, მობილურის ზარად და პლეერში პირველ სიმღერად.
ტყუპი
სამსახურში დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, თან იქონიეთ წამლები და თბილი მოსასხამი. შესაძლოა გაციება გეწყებათ, ამიტომ უხასიათოდ იქნებით.
კირჩხიბი
დღეს ცოტა მოდუნდით და დაისვენეთ, თორე არ გეყოფათ დრო მნიშვნელოვანი პროექტის დასამთავრებლად. მართალია საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ საქმეების დამთავრებამდე არ დაისვენებდით, მაგრამ უკვე ბევრი გააკეთეთ და ძალების აღდგენა გესაჭიროებათ.
ლომი
დღეს სახალხოდ შეგაქებენ სამსახურში, დიდი ხანია გინდოდათ თავის გამოჩენა ერთი პიროვნების წინაშე, დღეს გეძლევათ ამის შანსი.
ქალწული
დროა საკუთარ მომავალზე დაფიქრდეთ. მალე ბევრი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, თქვენ კიდე ჯერ არც კი იცით რაში დახარჯოთ ის, სწავლა გაააგრძელოთ, სამსახური ეძებოთ თუ დაისვენოთ. უმჯობესია ეს საკითხი წინასწარ გადაწყვიტოთ, თორემ დროის ნაწილი უაზროდ დაგეხარჯებათ..
სასწორი
თუ დღეს სუპერმარკეტში შეხვალთ აუცილებლად იყიდეთ ის რისი გასინჯვაც დიდი ხანია გინდოდათ და ვერ ბედავდით. გაგიმართლებთ ფასითაც და გემოთიც კმაყოფილი დარჩებით.
მორიელი
თავს დაგადყდებათ ბევრი ახალი მოვალეობა. ბევრი თქვენი თანამშრომელი შვებულებაში მიდის, რის გამოც თქვენ ბევრი საქმის ერთად გაკეთება მოგიწევთ. ნუ მოიწყენთ ამის გამო, რადგან თქვენ სოლიდურ ჯილდოს მიიღებთ ამის გამო..
მშვილდოსანი
დღეს უმჯობესია გადახედოთ საკუთარ შეხედულებებს და პრინციპებს, შესაძლებელია ისინი განახლებას საჭიროებენ. შეეცადეთ სხვა კუთხით შეხედოთ ბევრ საკითხს, მაშინ მიხვდებით, რომ ყველაფერი არ ისე ცუდათაა, როგორც ფიქრობდით.
თხის რქა
შეეცადეთ მეტი სიახლე შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. მიეცით თავს გართობის უფლება, ელოდეთ სასიამოვნო ინფორმაციასა და საჩუქარს. საღამოს ტელევიზორთან ნუ გაატარებთ. წადით თეატრში ან დისკოთეკაზე და იმხიარულეთ.
მერწყული
დღეს იქნებით ძალიან პირდაპირი. ნებისყოფას ნებისმიერი წვრილმანის გამო დაკარგავთ. გაგაღიზიანებთ როგორც შინაურების აგრეთვე უცხო ადამიანების საქციელი. თავის შეკავებას არც კი გირჩევთ, რადგან მაინც ვერ შეძლებთ.
თევზები
დღეს სამომავლო საქმეები თამამად დაგეგმეთ. მეგობრების დახმარებით ბევრ რამეს შეძლებთ, მაგრამ ოჯახური საჭიროებისათვის ხარჯებიც არ დაახანებს
კომენტარები