მსოფლიო
25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-12-24 23:40:37
ვერძი
დღეს ნუ დახარჯავთ დროს და ენერგიას უქმად, უსარგებლო საქმეებზე. უმჯობესია კონცენტრირება ისეთ საქმეებზე მოახდინოთ, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია. დღეს თქვენთვის მხოლოდ ერთია მნიშვნელოვანი, ამიტომ ყველა დანარჩენი საქმე უკეთესია გადადოთ.
კურო
დღეს ვარსკვლავები თქვენს მიმართ კეთილგანწყობას ავლენენ. ერთნაერად წარმატებული დღეა როგორც ფინანსური ასევე შემოქმედებით სფეროში. შეეცადეთ განახორციელოთ ყველაზე თამამი იდეები და გეგმები, მათი წარმატებული რეალიზაცია და შედეგები სასიამოვნოდ გაგაკვირვებენ.
ტყუპი
ნუ შეეწინააღმდეგებით დინებას, უმჯობესია მიჰყვეთ მას. შეეცადეთ შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ თუ ვერ ცვლით სიტუაციას შეიცვალეთ დამოკიდებულება მის მიმართ. დღეს ნუ იყიდით ისეთ რაღაცეებს რაც რეალურად არ გჭირდებათ.
კირჩხიბი
დღევანდელი დღე ისე დაგეგმეთ, რომ არ დაგრჩეთ არც ერთი თავისუფალი წუთიც კი. ამით დაიზღვევთ თავს ცუდი ფიქრებისგან. საღამოს კარგი იქნება სადმე სვეცკი ღონისძიებაზე წასვლა, მთავარია იყოთ იქ სადაც ბევრი ხალხი და ხმაური.
ლომი
დღეს არასასურველი დღეა ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციების განსახორციელებლად. ყველა ფინანსური საქმეები უმჯობესია ხვალისთვის გადადოთ. არსებობს რისკი, რომ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. დღევანდელი დღე მეგობრებთან გაატარეთ.
ქალწული
ნუ დაიჯერებთ იმას, რასაც ასე მოურიდებლად ცდილობენ თავს მოგახვიონ. ენდეთ საკუთარ ობიექტურ აზრს. ვიღაცას ძალიან უნდა თქვენი შეცდომაში შეყვანა.
სასწორი
კყურადღებით იყავით თქვენს გარშემო მომხდარი მოვლენების მიმართ. ფრთხილად იყავით არ გახდეთ შეთქმულების მსხვერპლი. გაითვალისწინეთ, რომ "ქარმა ჩადგომა ქარიშხლის წინ იცის".
მორიელი
შეეცადეთ თავი შეიკავოთ მძაფრი რეაქციებისაგან დღის პირველ ნახევარში, თუნდაც ამისთვის ნამდვილად რეალური მიზეზი არსებობდეს. დღის ბოლოსკენ შესაძლებელია მთელი ძალის მოკრება დაგჭირდეთ ნამდვილად საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად. საღამოს თავს უფლება მიეცით მოდუნდეთ და გაერთოდ
მშვილდოსანი
ნუ მოუწყობთ დაკითხვებს და ეჭვიანობის სცენებს შეყვარებულს, ამით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ. მოვა დრო როცა ის თვითონ გაგეხსნება და გაგიმხელთ ყველაფერს. კარგი დღეა კაპიტალდაბანდებისთვის.
თხის რქა
დღეს მოსალოდნელია შორეული ნათესავი გესტუმრონ ან ისეთი პიროვნება, რომელიც ძალიან არ გესიმპატიურებათ. მოგიწევთ მისი პრობლემების გადაჭრა, შეეცადეთ დაფაროთ გაღიზიანება.
მერწყული
თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ყოველთვის თუ არა თითქმის ყოველთვის მართალი ხართ? დღეს შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, რაც სერიოზულად დაგაფიქრებთ ამ საკითხზე. საკუთარი შეცდომების აღიარება არც თუ ისე იოლია, მითუმეტეს თუ ხელმძღვანელი ხართ, ასე რომ სიმამაცე გმართებთ.
თევზები
დღეს იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რადგან დიდია რისკი დანაკარგისა, შესაძლებელია საბუთები ან რაიმე ძვირფასი დაკარგოთ. დღე მთლიანობაში დაძაბული იქნება, შეეცადეთ წინასწარ გათვალოთ ყველა ნაბიჯი
კომენტარები