სოც. მედია
ახალი წლიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში აღარ გავა
2014-12-24 23:18:07
რამდენიმე საათის წინ ინტერნეტ პორტალებზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ , რომ მაყურებლის საყვარელი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ მცირე ტაიმ-აუტს იღებს. ამის მიზეზად კი იანვრის შუა რიცხვებიდან "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალი სერიალის დაწყება სახელდება .
პროდიუსერ მიშა მშვილდაძის განცხადებით,ახალი სერიალი მძაფრსიუჟეტიანი დეტექტია,რომელშიც თბილისური კრიმინალური ისტორიის გამოძიებაა ასახული, ის რუსთავი 2-ის ეთერში 17 იანვრიდან ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში გავა.
კომენტარები