1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარტყოფში, ცოლ-ქმარი საკუთარი სახლის აბაზანაში შვილებმა გარდაცვლილები ნახეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა-ცოლ ქმარი ანუკა შიოშვილი და დათო გუგუშვილი, საკუთარი სახლის აბაზანაში, მცირეწლოვანმა შვილებმა გარდაცვლილები ნახეს. 
წინასწარი ინფორმაციიით, მეუღლეები ბუნებრივი აირის წყლის გამათბობლიდან გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. მეზობლების თქმით, გარდაცვლილები პირველად შვილებმა ნახეს და იქვე მცხოვრებ ბებია-ბაბუას გააგებინეს. გარდაცვლილებს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
უბედური შემთხვევა კვირას, 21 დეკემბერს მოხდა. 
ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები