მსოფლიო
12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-12-11 23:38:22
ვერძი
აგრესიულობითა და ლიდერობისკენ სწრაფვით შეიძლება ან კოლეგებთან და პარტნიორებთან გაგიფუჭოთ ურთიერთობა, ან ფინანსური დანაკარგი განიცადოთ. ნუ იქნებით საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული, გაითვალისწინეთ გარშემო მყოფთა აზრებიც.
კურო
მოერიდეთ ექსპერიმენტებსა და ფულის საეჭვი ოპერაციებში დაბანდებას. ყველაფერი მშვიდად გაანალიზეთ და ემოციებს აყოლილი ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.
ტყუპი
მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას, მათთან კონფლიქტს. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ახალი ცოდნის მიღებას. ზომიერება დაიცავით ყველაფერში ურთიერთობაშიც და ჭამაშიც.
კირჩხიბი
დღეს დაგროვილ პრობლემებთან მოგიწევთ გამკლავება, მაგრამ მოერიდეთ ექსპერიმენტებს. მშვიდად და წყნარად იმოქმედეთ, ყველას ნუ ენდობით. კარგ შედეგს მოგიტანთ სახელმწიფო უწყებებთან საქმიანობა.
ლომი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან და უფროსთან. აგრეთვე, სასიყვარულო ურთიერთობაში ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. მოერიდეთ ხარჯს და ქუჩაში გაუფრთხილდით საფულეს.
ქალწული
გაუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას, კარგი დღეა დიეტისა და ვარჯიშისთვის. ეცადეთ ნაკლებად დაიტვირთოთ თავი საქმეებით და მეტი დრ გაატაროთ სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო გარემოში.
სასწორი
კარგი დღეა მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. აგრეთვე, საქმიანი შეხვედრებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მცირე უსიამოვნებებს. დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება.
მორიელი
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, სასამართლო საქმეების წამოწყებას. შორ მანძილზე მგზავრობას, გაუფრთხილდით პირად ნივთებსა და ჯანმრთელობას. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სითბო და სიყვარული უნდა გამოავლინოთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. დილიდანვე ამაღლებულ განწყობაზე იქნებით და არც გარშემო მყოფების ხასიათზე მოყვანა გაგიჭირდებათ. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებისას.
თხის რქა
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მეტი ყურადღება დაუთმეთ საოჯახო პრობლემებს, შვილების ჯანმრთელობას. გაუფრთხილდით ნერვებს, ფინანსებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, ნუ გადაიღლებით.
მერწყული
საქმიანი შეხვედრები თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. საქმეების გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გააქტიურდეთ. კოლეგებსა და მეგობრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
თევზები
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. კარგი დღეა პირადი და პროფესიონალური საკითხების მოსაგვარებლად. დღეს თევზების უმრავლესობა სიყვარულითა და სინაზით იქნება აღსავსე.
კომენტარები