მსოფლიო
ახალგაზრდობის ელექსირი ,რომელიც 10 წლით გაგაახალგაზრდავებთ
2014-12-09 12:23:17
ქაცვის ზეთი სახისთვის: 1 ჩაის კოვზი ქაცვის წვენი, 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, 1 კვერცხის გული (უმი). ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. მიღებული მასა სახეზე რამდენიმე ფენად წაისვით. ნიღაბი კვებავს და ატენიანებს სახის კანს.
გამაახალგაზრდავებელი ნიღბისთვის დაგჭირდებათ: 0,5 ჩ/კ ქაცვის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი და სიმინდის ზეთის რამდენიმე წვეთი. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.
მატონიზირებელი ნიღაბი მშრალი და მომჭკნარი კანისთვის: 1 კვერცხის გული (უმი), 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი და 1 ჩ/კ ქაცვის წვენი. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 20-25 წუთი, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით. ქაცვის წვენი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კივის, ციტრუსებისა და ვაშლის წვენით.
სახის კანის გადასაჭიმი ნიღაბი: 1 კვერცხის გული (უმი), 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, 0,5 ჩ/კ ყვითელი კოსმეტიკური თიხა. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ; მიღებული მასა დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.etanews.ge
კომენტარები