1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შრომისმოყვარეობას და სიზუსტეს დაუმატეთ ორიგინალურობა. თქვენი ფარული შესაძლებლობა დროულად და წარმატებით გამოიყენეთ. ყოფილი საქმიანი პარტნიორი, ფარული კავშირი ან შესაძლებლობა კარგ სამსახურს გაგიწევთ და მოგიმატებთ ფასს ხელმძღვანელობის თვალში. ზედმეტად მეოცნებე ნუ იქნებით, შანსი დაუყონებლივ გამოიყენეთ, რათა ის ხელიდან არ გაგიქრეთ. პროფესიული ამოცანა დღის ბოლომდე შეასრულეთ.
კურო
ნუ შეეცდებით იოლი პასუხების მოძებნას. გზავნილი შეიძლება დაფარული იყოს იქ სადაც თქვენ არ გინდათ დანახვა. დაძაბეთ ყურადღება და შეეცადეთ გამოიყენოთ დღეს მიღებული ინფორმაცია თქვენს სასარგებლოდ.

ტყუპი
შემოქმედებითად მიუდექით და შეეცადეთ იდეები,რომლებიც დღეს გეწვევათ არ უგულველყოთ. პროფესიული და საქმიანი საკითხების არატრადიციული მეთოდით გადაწყვეტას შეეცადეთ, ეს დაგეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის ზრდაში და კოლეგებში ავტორიტეტს გაგიზრდით.

კირჩხიბი
დღეს არ გააფორმოთ ხელშეკრულებები, ახალი ინიციატივების დრო მალე დადგება, შეეცადეთ მოითბინოთ. ნუ შეეცდებით ვინმესთვის რამის დამტკიცებას, დღეს თქვენ არ მოგისმენენ. უბრალოდ თქვენი საქმე აკეთეთ.

ლომი
ქედმაღლობა ვერ დაგეხმარებათ საქმესა თუ ადამიანებთან ურთიერთობაში. შეეცადეთ თქვენს თავს გვერდიდან შეხედოთ და განთავისუფლდეთ ძველი ჩვევებისაგან. თქვენ ფიქრობთ რომ ვიღაც ცდილობს გავნოთ, მაგრამ თუ სიტუაციას გაანალიზებთ აღმოაჩენთ რომ პრობლემა თქვენს ქმედებებშია.

ქალწული
დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმეს მიღება ზეწოლის და კონკურენტული ბრძოლის გარეშე. თუმცა ეს თქვენი სტილი არ არის, განსაკუთრებით ცხოვრების ამ პერიოდში. ინიციატივის გამოჩენისას, სწრაფად უნდა იმოქმედოთ, საფრთხეებზე ფიქრის დრო არ გექნებათ. მნიშვნელოვანი საქმიანობა საღამოს დაიწყეთ. გვიანობამდე შეინარჩუნებთ გამძლეობას.. 

სასწორი
საკუთარი გადაწყვეტილების პრაქტიკულად რეალიზებამდე, ჯერ პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევა, აქტიური საქმიანობა მოგიწევთ. საღამოს იქმნება შესანიშნავი პირობები გრძელვადიანი გეგმის შესრულებისთვის. სიჩქარე საჭირო აღარ არის. იმოქმედეთ დაკვირვებით, თანმიმდევრობით და ზუსტად.

მორიელი 
დღეს თავდაჯერებული იქნებით, ამიტომ ნებისმიერი სიტუაციიდან მოძებნით გამოსავალს. მოსალოდნელია აქტიური საქმიანობა, რთული დავალება. ნუ გაწელავთ პირად და სამსახურებრივ უთანხმოებას დიდხანს, უფრო ოპერატიული იყავით. პარტნიორთან ურთიერთობა შესამჩნევად გაუმჯობესდება, სტაბილური გახდება.

მშვილდოსანი
დილა სარისკო ფინანსური ოპერაციების დროა. ინტერესების სფერო და ბრძოლის არენა გახდება ფული, ქონება, ბუნებრივი რესურსები ან მნიშვნელოვანი სოციალური ობიექტები. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ბრძოლა ოჯახურ ბიუჯეტზე ან მემკვიდრეობაზე უფლებისთვის. საღამოს შესუსტდება დაძაბულობა, შეძლებთ შეთანხმებას, რეალური შედეგების შეფასებას

თხის რქა
დილის საათებში დაზღვეული არ ხართ დავის და კამათისგან. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია საბედისწერო მოვლენები. დილით მოგიწევთ საკუთარი გავლენის შენარჩუნება ან გაფართოება ბრძოლით. საღამოს სტაბილურ წარმატებას მიაღწევთ 

მერწყული
უარი თქვით სასწრაფო და დაძაბული საქმიანობაზე. ყოველდღიური საქმეები კი შეასრულეთ ინდივიდუალურ რიტმში, საკმაოდ კომფორტულ და მშვიდ ვითარებაში. სასურველია ამაღელვებელი ახალი შთაბეჭდილებების მიღება. თუმცა მოერიდეთ ზედმეტად ამაღელვებელ ემოციური ზემოქმედებას. რეკომენდებული არ არის ძლიერ მოქმედი პრეპარატების მიღება. სასარგებლო იქნება ბუნებაში ყოფნა ან ოჯახური სიმყუდროვე.

თევზები

თქვენი მოქმედებები განუყოფელი იქნება პარტნიორების ინიციატივისგან. ხელსაყრელი სიტუაცია შეიქმნება დღის მეორე ნახევარში. დილით დაწყებული ბობოქარი მოვლენები გამოიწვევს ფსიქოლოგიურ და მატერიალურ სტაბილურობას ახლობელ ადამიანებთან ურთიეთობაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები