1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ფუდპანდა“ ბათუმში ბიზნესს აფართოვებს

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. 2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“  ბათუმშიც გაფართოვდა! ის მოსწონს ყველას -  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.  განსაკუთრებით კი, როცა ამინდი ხელს არ გვიწყობს - წვიმს, ქარია, თოვს... და  როდესაც გარეთ გასვლა გეზარებათ და გსურთ რამე გემრიელი და სასიამოვნო კერძი მიირთვათ შინიდან გაუსვლელად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

„ფუდპანდამ“ ბათუმში უკვე აქტიურად აითვისა რესტორნები, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს ისეთ წერტილებზე, როგორებიცაა “პრივეტ იზ ბატუმა“, „პორტო ფრანკო“, „ბათუმი პიცა“, „ხინკლის სახლი #1“ და „მარკო პოლო.“ „ფუდპანდა“  მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს. საქართველოში „ფუდპანდა“-ს ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია, და კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას.

"ჩვენ გრძელვადიანად ვართ ამ ბიზნესში, და სადაც შესაძლებლობა გვაქვს, მაქსიმალურად ვფართოვდებით. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია დასავლეთ საქართველოში და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის სტარტმა წარმატებით ჩაიარა, და უკვე ვგეგმავთ ჩვენს იქაურ რესტორანთა ქსელის გაფართოებას. ამ ეტაპზე პერსპექტივაში გვაქვს ქუთაისის ათვისებაც, მაგრამ ახლო მომავალში ფოკუსირებულები ვართ თბილისისა და ბათუმის განვითარებაზე" - განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.  

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. შეკვეთის მობილურიდან გაკეთება და  foodpanda- განახლებული smartphone აპლიკაციის  გადმოწერა უკვე შესაძლებელია. გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული  მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება foodpanda Georgia-ს სახელით დაიწყო. foodpanda Georgia  გერმანული კომპანია Foodpanda GmbH-ის შვილობილია. მისი სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. Foodpanda- დამფუძნებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ ინკუბატორი Rocket Internet, რომლის პორტფოლიოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ წარმატებულ ონლაინ ბიზნესს მოიცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები