ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
რამდენიმე დღეა ბოღმა მახრჩობს, კონცენტრირებას ვერ ვაკეთებ ვერაფერზე, რაზეც არ უნდა დავიწყო ფიქრი ბოლოს ისევ პირველ წერტილს ვუბრუნდები… მივხვდი ვიდრე არ ვიტყოდი რაც მაწუხებდა ვერ მოვისვენებდი.
რატომ, რატომ უნდა მომხდარიყო ეს, რატომ მაინცდამაინც ის… კეთილი ბაყბაყ დევი, რომელიც ალბათ ყველას უკვდავი გვეგონა, რომელზეც ვერასდროს ვიფიქრებდი რომ აღარ იქნებოდა, თან აღარ იქნებოდა ასე ადრეულ ასაკში. შეგრძნება მაქვს რომ დიდი დასაყრდენი დავკარგე (განვმარტავ არაფერი შეხება არ მქონია მასთან, არც საქმიანი, არც სტუდენტური).
Facebook-ზეც მოვყევი ჩვენი პირველი შეხვედრის შესახებ, აქაც დავწერ. ალბათ მეორე კურსზე ვიყავი მის ლექციაზე რომ მოვხვდი, თბილისის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მომხსენებლებმა რამდენიმე ლექცია წაგვიკითხეს სტუდენტებს. მაშინ მოვუსმინე პირველად ბენდუქიძეს, მანამდე მხოლიდ ტვ-დან გაგონილი უწმაწური სიტყვებით ვიცნობდი. ლექცია სოციალურ პროგრამებზე იყო. მე მაშინ მოვისმინე პირველად თუ როგორი უნდა იყოს ქმედითი სოციალური პროგრამები, რომელიც რეალურად მოიტანე შედეგს. არასდროს დამავიწყდება მოსმენით გატაცებული სტუდენტები, რომლებმაც იმ წუთას თავისი მშობლების თაობაში გამორჩეულად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი აღმოაჩინეს, დაბოღმილ-ღვარძლიანი ლექტორები და მეცნიერ-მუშაკები, ვისთვისაც საერთოდ არ მოწონდათ, არა კი არ მოწონდათ სასტიკად მიუღებელი იყო კახას შეხედულებები სოციალური მიმართულებებით. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში რომ გადავიდა ვერ გავბედე კითხვის დასმა, შემეშინდა, მივხვდი რომ ზედმეტად ჭკვიანი ადამიანი იყო მეორე მხარეს და შემეშინდა რამე სისულელე არ მეკითხა. ხშირად ვნანობდი ამას, და ახლა განსაკუთრებით ვნანობ… ადამიანების ცხოვრებაში არის ხოლმე რაღაც დღეები, რომლებიც ყველაფერს თუ არა ბევრ რამეს ცვლის, იმ დღის შემდეგ მე ბევრი რამის აღქმა სხვანაირად დავიწყე, იმ დღით მე მაგარი ტიპი აღმოვაჩინე, რომელსაც შემდეგ ყველგან ვუყურებდი, ვუსმენდი და ვკითხულობდი.
არ გამიკერპებია, მაგრამ პატივს ვცემდი და უდიდეს მოაზროვნედ მიმაჩნდა, მაგისტრატურის გასაუბრებაზე რომ მივდიოდი მეგონა კახაც იქნებოდა კომისიაში და ძალიან განვიცდიდი და ვნერვიულობდი. კიდევ მეშინოდა! იქ რომ არ დამხვდა თან ამოვისუნთქე და თან გული დამწყდა….
ხომ ძალიან მეშინოდა ამ ადამიანთან შეხვედრის, ამავდროულად ძალიან მინდოდა, მინდოდა მისთვის მეთქვა რომ ოდესღაც, წლების წინ, როდესაც ის თსუ-ს სტუდენდების მის შეხედულებებს აცნობდა, იქ იყო ერთი გოგო, რომელზეც იმ შეხვედრამ ძალიან იმოქმედა, ძალიან შეცვალა და მთელი ცხოვრება გაჰყვა. ხშირად მიფიქრია როგორ ვეტყოდი ამას და ის რას მეტყოდა, ალბათ გაუხარდებოდა… არც ერთხელ არ გამოვიყენე ამის თქმის საშუალება, ისევ შემეშინდა და ისე წავიდა რომ ვერ ვუთხარი. ამის შემდეგ ზუსტად ვიცი რომ ის რისი თქმაც ადამიანებისთვის მინდა, არასდროს არ უნდა გადავდო ხვალისთვის, „მერესთვის“, უნდა ვუთხრა მაშინვე, როგორც კი ამის შანსი მომეცემა.
არასდროს ასოცირდებოდა ჩემთვის კახა ბიზნესმენად, (იმის მიუხედავად რომ იყო) მივიჩნევდი ძალიან ჭკვიან და მოაზროვნე კაცად, რომელსაც ამ ქვეყნის გამოსწორებაშიც ძალიან სწორი გზით შექონდა წვლილი. ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ჩვენთვის, ამ ქვეყნის მომავალი თაობისთვის არ ინანებდა მილიონებს…..
გუშინ პირველად ვიყავი უნივერსიტეტში მას შემდეგ, ასეთი უსიამოვნოდ წყნარი და უფერული არასდროს მომჩვენებია, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ ადრინდელივით ყველაფერი ვეღარ იქნება, შუაღამისას აუდიტორიიდან რომ ჩამოხვალ ფოიეში შორიდან ვეღარასდროს მოგკრავთ თვალს და ვეღარ გადავჩურჩულებთ ერთმანეთს „ნახე, ბენდუ“.. ძალიან მომენატრება ის დრო…
მადლობა, ბენდუ ყველაფრისთვის და ბოდიში რომ ვერ გითხარი, ის რისი თქმაც ძალიან დიდი ხანია მინდოდა მეთქვა… ისე ძალიან მინდოდა, რომ დღეს საკუთარ თავზე გავიმარჯვე და ჩემს შიშებზე და კომპლექსებზე ლაპარაკს არ მოვერიდე და საჯაროდ დავაფიქსირე.
პ.ს აზრობრივად ალბათ ყველაზე არადალაგებული პოსტია, მაგრამ ყველაზე გულწრფელი რაც ოდესმე დამიწერია.
ეთო მერებაშვილი
თავისუფალი უნივერსიტეტის MBA-ს მაგისტრანტი
kakato.wordpress.com
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები