მსოფლიო
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-11-18 23:28:23
ვერძი
მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები. ერთმა არაკორექტულმა საქციელმა ან სიტყვამ შეიძლება დამოკიდებულება გაგიფუჭოთ როგორც კოლეგებთან, ასევე ახლობლებთან.
კურო
გადახედეთ დამოკიდებულებასა და ურთიერთობას, როგორც საკუთარ თავთან ასევე გარშემო მყოფებთან. თუ არაფერს შეცვლით, უსიამოვნებები კიდევ დიდხანს გაგიგრძელდებათ.
ტყუპი
თუ დაგეგმილი საქმეები სწორად არ მიდის, სანამ სხვა ადამიანებს დაადანაშაულებდეთ, ჯერ საკუთარ ქცევას გადახედეთ. დროულად გამოასწორეთ ყველაფერი, რათა მომავალში დიდი უსიამოვნებები აიცილოთ თავიდან.
კირჩხიბი
დღეს კოლეგებისა და ნათესავებისთვის ძირითადი საყრდენი იქნებით. თქვენი დახმარებით ზოგიერთი ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს, ზოგიც კარიერულ წარმატებას მიაღწევს.
ლომი
გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, მეგობრებთან შესახვედრად. აგრეთვე კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, საკუთარი ერუდიციის დონის გასაუმჯობესებლად.
ქალწული
შეკრიბეთ თქვენ გარშემო თქვენსავით მიზანსწრაფული და მცოდნე ადამიანები და ერთად შეუდექით სამომავლო იდეების განხილვას.
სასწორი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.
მორიელი
საკუთარი საქმეების რეალიზებისთვის დღეს სწრაფად და სწორად უნდა იმოქმედოთ. რჩევა და დახმარება ისეთ ადამიანს ჰკითხეთ, ვის ერთგულებასა და ცოდნაშიც დარწმუნებული ხართ.
მშვილდოსანი
სასიამოვნო და რომანტიკული შეხვედრები გელით. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. მათ მიმართ მეტად გახსნილი და მხიარული უნდა იყოთ.
თხის რქა
კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. გააცანით საკუთარი იდეები უფროსს, გავლენიან მეგობრებს და მათი დახმარებით საქმეების განხორციელება არ გაგიჭირდებათ.
მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ საბუთების შევსებას, დოკუმენტებზე მუშაობისას არ გამოგეპაროთ დეტალები. უმნიშვნელო შეცდომაც კი დიდი უსიამოვნების მოტანა შეუძლია.
თევზები
ნუ იქნებით გარშემო მყოფების იმედზე. ყველაფერი თავად, სხვების დაუხმარებლად უნდა გააკეთოთ. ძველი საქმეების მოსაგვარებლად ახალი, ორიგინალური მეთოდები გამონახეთ.
კომენტარები