მსოფლიო
გია ნოდია ,,ჩცდ"-ს სცენარისტს კითხვით მიმართავს:,,თეატრში რომ მსახიობებმა იჩხუბეს და მეორე დღეს ყველა შერიგდა, ეს სინამდვილეში ალასანიას და „ოცნების“ ჩხუბზე იყო?"
2014-11-13 14:26:29
გია ნოდია „ჩცდ“-ს სცენარიტს „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებიტ მიმართავს და საკმაოდ რიტორიკულ შეკითხვასაც უსვამს ,რომელზეც ქეთი დევდარიანმა პასუხი იმავე ფორმით გასცა
გთავაზობთ მათ დიალოგს :
გია ნოდია: სოფიაში ვარ, ბულგარეთში, ჩცდ-ს რამდენიმე სერია ვერ ვნახე თავის დროზე და აქ ვუყურე მიყოლებით, ოღონდ აღარ მახსოვს, რომელი როდის იყო. კითხვა გამიჩნდა: თეატრში რომ მსახიობებმა იჩხუბეს, ერთმანეთი დაჭრეს, თეატრის მკერავმა ვენები გადაიჭრა, და მეორე დღეს ყველა შერიგდა, ეს სინამდვილეში ალასანიას და „ოცნების“ ჩხუბზე იყო, ხომ????
ქეთი დევდარიანი: ეს გაცილებით ადრე იყო, ვიდრე ალასანია და ოცნება. ანგარებისა და ფარისევლობის დაბადებასთან ერთად :))
და ისე ვგიჟდები სერიალის ინტერპრეტაციებზე
გია ნოდია :ჭეშმარიტი ხელოვნება ყოველთვის წინასწარმეტყველურია
ქეთი დევდარიანი: სხვათა შორის "ნამდვილი ხელოვნების" დეპარტამენტიც გვაქვს :))
გია ნოდია: შევამჩნიე, კი... ნეტა მაგ დეპარტამენტის უფროსს თუ მიაჩნია ჩცდ ნამდვილ ხელოვნებად? ვეჭვობ, შეიძლება დაიწუნოს.
ქეთი დევდარიანი: არ მიაჩნია. მასპროდუქტი აპრიორი იდიოტობაა
გია ნოდია არადა, უყურებს ალბათ.
კომენტარები