1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად და მათ დასახმარებლად. საღამო საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ. ზოგიერთებს საინტერესო ნაცნობობა ელით. 

კურო 
დილით სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ და მთელ დღეს ამაღლებულ განწყობაზე გაატარებთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანისა და ოჯახის წევრების გვერდით. 

ტყუპი
თუ არ გსურთ გარშემო მყოფებთან დამოკიდებულების გაფუჭება, მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნეთ, თუ რას მოითხოვთ მათგან. 

კირჩხიბი
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, შეიძლება სხვის მაგივრადაც მოგიწიოთ მუშაობამ, მაგრამ დასვენებას ნუ დაივიწყებთ და დროდადრო სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

ლომი
ნუ ენდობით გარშემო მყოფებს გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის არ გიღალატებთ. 

ქალწული
კარგი დღეა ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ბიზნესის გასაფართოებლად. აგრეთვე კარგი დღეა ფინანსური და საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად. 

სასწორი 
თუ სამუშაო ადგილის შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. კარგი დღეა ახალი საქმიანობის დასაწყებად, ჰობისთვის. 

მორიელი 
დღეს პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადადოთ და პროფესიონალურ საქმიანობას მიხედოთ. კარგი დღეა იდეების რეალიზებისთვის. 

მშვილდოსანი
შეეხმიანეთ ნათესავებსა და მეგობრებს. დაეხმარეთ მათ საქმეების მოგვარებაში. ზოგიერთს საინტერესო ნაცნობობა ელის. 

თხის რქა
დღეს მიღებული ახალი ინფორმაცია განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და სამომავლო გეგმების განხორციელების იმედსაც ჩაგისახავთ. 

მერწყული
არაკეთილმოსურნეები საქმეების მოგვარებაში შეგიშლიან ხელს. სამაგიეროდ, გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. 

თევზები
კარგი დღეა პირადი საკითხის მოსაგვარებლად. თუმცა, ღრუბლებში ფრენის ნაცვლად, კარგად მოისმინეთ რას გეუბნებათ, გთავაზობთ პარტნიორი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები