მსოფლიო
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-11-03 23:41:41
ვერძი
დღეს არ გამოგივათ საკუთარი მოსაზრების ჯიქურ გატანა. უმჯობესია საკუთარი პოზიცია დიდი რაოდენობით არგუმენტებით დაასაბუთოთ. მეტად მომთბენი იყავით.
კურო
ფინანსური ოპერაციებისა და ვალის აღებას ერიდეთ. რომანტიკული განწყობა სასიყვარულო თავგადასავლებისაკენ გიბიძგებთ. პირად ცხოვრებაში კი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ყველაფერს.
ტყუპი
წინ რთული და რისკიანი დღე გელით. ერიდეთ კონფლიქტებს და ავანტიურულ სიტუაციებს. ყურადღებით იყავით საქმიან შეხვედრებზე. აკონტროლეთ სიტყვები.
კირჩხიბი
ეს დღე იდეალურია რომანტიკული ურთიერთობებისათვის. სამახურში იოლად შეძლებთ თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას სერიოზული წინსვლა და წარმატება გელით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მათ თქვენი ყურადღება ძალიან ჭირდებათ.
ლომი
ყველა დაგეგმილი საქმე გააკეთეთ დღეს, გადაწყვიტეთ სადავო საკითხები მეზობლებთან, და თქვენ მოასწრებთ მოემზადოთ სტუმრების მოსვლისთვის. საღამო უმჯობესია გაატაროთ ოჯახთან.
ქალწული
ბევრი მოვლენა და სიტუაცია ქაოტურ სახეს მიიღებს, ეს კი გაიძულებთ, გარკვეულწილად გადააფასოთ მოვლენები და არ არის გამორიცხული, ზოგიერთი საქმე თავიდან დაიწყოთ. შეეცადეთ, წვრილმანების გამო მთავარ მიზანს არ ასცდეთ
სასწორი
მოსალოდნელია წინსვლა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული იქნება პოლიტიკასთან, ხალხის ფართო მასებთან და საჯარო გამოსვლებთან.
მორიელი
საქმიან ურთიერთობაში ყურადღება გმართებთ. თუ დაფიქრდებით, დარწმუნდებით, რომ თქვენი საქმეები არცთუ ისე ცუდადაა. შეფერხებულ საფინანსო საქმეებს მიაქციეთ ყურადღება, რათა არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი ფაქტორები. კოლეგების დახმარების იმედად ნუ იქნებით და ხშირად ნუ მიაქცევთ ჭორებს ყურადღებას.
მშვილდოსანი
ამ დღეს კარგია საქმიანი მოგზაურობა და შეხვედრები. უფრო მიზანდასახული გახდებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინოს თავი.
თხის რქა
დღეს მოგეცემათ საშუალება, გადაწყვიტოთ სხვადასხვა სადაო საკითხები. სავსებით საკმარისი იქნება რამდენიმე ფაქტი და არგუმენტი, რათა თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ.
მერწყული
დღეს ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, რის გამოც მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ. არ მოგერიდოთ და მიმართეთ მათ და პრობლემა რამოდენიმე წუთში გადაწყდება.
თევზები
თქვენს ხუმრობაზე დღეს არავინ გაიცინებს, მაგრამ ხვალ, ზეგ და მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება პირიქით მოხდეს.
კომენტარები