1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები „ბარამბოს“ და ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ ესტუმრნენ

ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“, უკრაინული კომპანია ADVISER-ის ორგანიზებითა და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური სპონსორობით,  საერთაშორისო კონფერენცია “QUALITY & SALE  2014“  გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელების პირველმა პირებმა, რომლებთანაც სხვადასხვა ქართული კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაემართათ პირდაპირი მოლაპარაკებები წარმოების და საკუთარი პროდუქციის შეთავაზების მიზნით. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინული კვების პროდუქტების, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და სასომხეთის სავაჭრო ქსელებისა და მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიების  ფარგლებში,  სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სავაჭრო  ქსელების  წარმომადგენლები ლუდსახარშ  „ზედაზენს“  ეწვივნენ და ადგილზე გაეცვნენ ქარხანაში მიმდინარე წარმოების  პროცესებს.

„მსგავსი სახის  ღონისძებები მართლაც  ძალიან მნიშვნელოვანია  ბიზნესის განვითარებისთვის.   თავად ის  ფაქტი, რომ  მთლიანად  ბიზნეს ფორუმის   ყველა მონაწილემ, უკლებლივ  გამოთქვა  სურვილი რომ   ადგილზე  დაეთვალიერებია  ჩვენს  წარმოებებში, ბარამბოსა და  „ზედაზენში“ მიმდინარე საწარმოო პროცესები, ჩვენთვის  საამაყოა  და  გვაძლევს  სტიმულს   კიდევ უფრო მეტად  განვითარდეთ და კიდევ უფრო მეტი წარმოებები  შევქმნათ  ჩვენი  ქვეყნის და  ხალხის  საკეთილდღეოდ“ - განაცხადა  ქართული  ლუდის კომპანიის  კომერციული სამსახურის  ხელმძღვანელმა  კახა პაიჭაძემ.

“გაოცებული ვარ მთლიანად ქარხნით. მისი სისუფთავით სტანდარტებითა და მთლიანად  ნორმებით. ნამდვილად  ჩანს, რომ ქარხანა ახალია და  უახლესი ტექნოლოგიებით არის  აღჭურვილი. ვიმედოვნებ, რომ  ვითანამშრომლებთ. მინდა მწარმოებელს  წინსვლა და  წარმატებები ვუსურვო“  განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანია CTM - მარკეტინგის  განვითარების  განყოფილების  დირექტორმა  დარია ბახმიტოვამ.   ქართველ  მწარმოებლებთან, „ბარამბოსთან“ და  „ზედაზენთან“  თანამშრომლობის  სურვილი გამოთქვეს ასევე ყაზახეთის, აზერბაიჯანის და სასომხეთის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები