მსოფლიო
31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-10-30 23:26:57
ვერძი
სწრაფად და ყურადღებით უნდა იმუშაოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას და კონკურენტების ჩამოცილებას.
კურო
კარგი დღეა პრობლემების მოსაგვარებლად, ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენად არამარტო სამსახურის საქმეებში არამედ წვეულებების მოწყობაშიც.
ტყუპი
საკუთარი უხასიათობის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. გაიღიმეთ და კომენტარებისგან თავი შეიკავეთ.
კირჩხიბი
ნათესავებთან ან მეგობრებთან ვიზიტისას საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. მისგან ბევრ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. აგრეთვე კარგია დღეს იურისტთან, ფსიქოლოგთან კონსულტაცია.
ლომი
კარგი დღეა საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. ნუ იფიქრებთ დახარჯულ თანხაზე. იფიქრეთ იმ სიამოვნებაზე, რასაც ახლობლებს მიანიჭებთ.
ქალწული
დღეს შეიძლება თქვენთვის უინტერესო, მაგრამ აუცილებელი საქმის შესრულებამ მოგიწიოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და ყურადღებით იმოქმედეთ.
სასწორი
მოერიდეთ უსიამოვნებას, საქმეების გარჩევას ახლობლებთან. კარგი დღეა სარემონტო სამუშაობის დასაწყებად. ინტერიერის შესაცვლელად.
მორიელი
დღეს გარშემო მყოფებისთვის ლიდერი, მიმართულების მიმცემი უნდა იყოთ. ეცადეთ სამართლიანი იყოთ და არ დაგეზაროთ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა.
მშვილდოსანი
თუ კოლეგებთან ერთად შეხმატკბილებულად განიხილავთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს, არც ახლების დაწყება გაგიჭირდებათ და არ ძველების დასრულება.
თხის რქა
გაფრთხილდით, რათა გარშემო მყოფებმა თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო არ მიითვისონ ან საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამუშაონ.
მერწყული
ინტერიერის განახლება, ახალი ნივთების შეძენა მოგინდებათ. მთავარია, ფული ზომიერად ხარჯოთ და ვალებში არ გადავარდეთ.
თევზები
გარშემო მყოფებს საკუთარი პოზიტივითა და იუმორით დამუხტავთ. გაგიადვილდებათ უფროსთან საქმეებზე საუბარი. მისი მხარდაჭერით ახალი საქმეების წამოწყებას შეძლებთ.
კომენტარები