სოც. მედია
30 ოქტომბერს თბილისის გარკვეულ ქუჩებს ენერგომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდება
2014-10-29 23:48:13
სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ თბილისის გარკვეულ ქუჩებს ენერგომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს , დიდგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის 1092 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ავშნიანის დასახლების, თემქა-ავშნიანის დასახლების, სოფელ გლდანის და მუხიანის ნაკვეთების 3402 აბონენტს. ასევე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის და ინწკირველის ქუჩების 83 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ზემო ვეძისის I, II ჩიხის, ბერიტაშვილის, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის და ონიაშვილის ქუჩების 1321 აბონენტს. ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩის 234 აბონენტს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის ქუჩის 23 აბონენტს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის III "ა" მიკრორაიონის 341 აბონენტს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და ბარალეთის ქუჩების 357 აბონენტს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ქინძმარაულის, ბაბუციძის და ოცხელის ქუჩების 1304 აბონენტს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ედისის, შუამთის, საცხენისის და თრიალეთის ქუჩების 25 აბონენტს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის 244 აბონენტს. მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს და ნაკაშიძის ქუჩების 12 აბონენტს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის
და ვაკის პარკის ტეროტორიის 11 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, კვინიტაძის და ჯავახიშვლის ქუჩების 311 აბონენტს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუაშვილის, მიჩურინის, ნორიოს აღმართის, უფლისციხის და საქარის ქუჩების 357 აბონენტს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის მე-10 კილომეტრის, დიღმის მასივის I კვარტლის და გელოვანის გამზირის 461 აბონენტს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.
კომენტარები