1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნაღმი -ამერიკელი და ქართველი მსახიობები ერთ ფილმში

რა ხდება მაშინ როცა ნაღმზე დგახარ და აფეთქების შიში ყველაფერს ცვლის. ტრილერი ძალადობაზე და შურისძიებაზე, ფილმი, რომელსაც მალე მსოფლიო იხილავს ქართველი რეჟისორი ყავს. “Landmine Goes Click” ანუ ნაღმი სარკე სტუდიოს და ლევან ბახიას ახალი ნამუშევარია. 

  სამი ამერიკელი ტურისტი - კრისი, დენიელი და ალისია საქართველოში ლაშქრობისას პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. კრისი ნაღმზე დაადგამს ფეხს და აფეთქების შიშით ადგილიდან ვერ იძვრის. დახმარების მოლოდინში ტყეში ქართველი მონადირე გამოჩნდება, დაეხმარება თუ არა ის ფილმის გმირებს ამას მაყურებელი 23 ოქტომბრიდან კინოთეატრებში იხილავს. 

  ფილმში ერთმანეთს პარტნიორობას ამერიკელი და ქართველი მსახიობები უწევენ. კანადელი ადრიან კოლუსის სცენარით გადაღებულ ნაღმში მთავარ როლს სტერლინგ ნაითი ასრულებს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მაყურებლები "ჰანა მონტანასა" და "გრეის ანატომიში" შესრულებული როლებით იცნობს. ასევე მონაწილეობენ: Resident Evil-ის მსახიობი, ამერიკელი სპენსერ ლოქი და მსახიობი და მომღერალი, ავსტრალიური Idol-ის მესამეადგილოსანი დეინ გაიერი. მოძალადე მონადირის, ილიას როლს კი ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა ასრულებს, რომელსაც "ნაღმში" საკმაოდ რთული როლის შესრულება და 15 კილოგრამის მოიმატება მოუწია.  

  ნაღმი სარკე სტუდიის მეორე დამოუკიდებელი პროექტია 247 ფარენჰეიტის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს 40ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა და კომერციული მოგებაც მოუტანა შემქმნელებს. როგორც შემქმნელები გვეუბნებიან, “ნაღმი” მალე გააქტიურდება და მსოფლიოს ააფეთქებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები