სოც. მედია
რუსთაველის მეტროსთან გოგონები გამვლელმა ბიჭებმა სცემეს
2014-10-14 23:26:13
რუსთაველის მეტროსთან ორმა პირმა რამდენიმე არასრულწლოვანი გოგონა სცემა,- ინფორმაციას სააგენტო "აქცენტი " ვრცელებს.
როგორც დაზარალებული გოგონა აცხადებს, ისინი მეგობრებს ელოდებოდნენ, რა დროსაც მათთან უცნობი პირები მივიდნენ და კამათი დაუწყეს.
"ვარჯიშიდან გამოვედით მეგობრები, გზად ორი ბიჭი დაგვხვდა, ერთ-ერთმა ქუდის წართმევა დამიპირა, რომ არ მივეცი ორივე ფიზიკურად გაგვისწორდა, ისინი აშაკარად ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ"- აცხადებს გოგონა "აქცენტთან“ საუბრისას.
როგორც დაზარალებული აცხადებს მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელიც თავად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.
მათივე თქმით, უცნობი პირები გაიქცნენ, პოლიციას კი მათ დასაკავებლად ან მოსაძებნად არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტი თავად შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ცდილობდა გამომძიებელი დაერწმუნებინა დაზარალებული, რომ საჩივარი არ დაეწერა.
საპატრულო პოლიცია უხსნიდა დაზარალებულებს, რომ თუ ისინი საჩივარს დაწერდნენ მთელი ხუთი საათის განმავლობაში მოუწევდათ დაკითხვაზე ყოფნა, ამ დიალოგის შემდეგ კი გოგონამ საჩივარი აღარ დაწერა.
კომენტარები