1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს

თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, დაყაჩაღების მიზნით, თავდამსხმელებმა 35 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ მამაკაცი იმყოფებოდა, რომლისგანაც ნიღბიანი პირები ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. როგორც დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, მამაკაცს თავში იარაღი ჩაარტყეს და ხელზე კი ცხელი უთო დაადეს. 
შსს ინფორმაციით, ძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები