სოც. მედია
წმინდა ბარბარეს ეკლესია დარბეულია-ტაძარში ყველაფერი დაამტვრიეს
2014-10-14 11:25:10
წმინდა ბარბარეს ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყება.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შს სამინისტროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რა არის ეკლესიიდან მოპარული.
თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს ეკლესია დაარბიეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი, ყველაფერი დამტვრეულია.
"დღეს როცა მივედით, ასეთი სურათი დაგხვდა. შემზარავი ფაქტია. დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაძარცვულია ეკლესია. ეს არ ეყოთ, როგორც ჩანს და დალეწეს შიგნით ყველაფერი. დალეწილია ეკლესიის საკურთხეველიც. ეს არის შემზარავი ფაქტი. აუცილებლად მოვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს", - უთხრა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
კომენტარები