ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ალტერნატიული აზრი და უფასო კონსულტაცია საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ცენტრის სპეციალისტებისგან
შაბათს, 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიოში წამყვანი თურქეთის სამედიცინო დაწესებულება „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“ ქართველ მედიკოსებთან ერთად კონფერენციას გამართავს.
მრგვალ მაგიდასთან შეხვედრისას განიხილება სიმსივნით დაავადებული რამდენიმე პაციენტის ავადმყოფების ისტორია. კონფერენციის ფარგლებში მონაწილე ექიმი-სპეციალისტები შეიმუშვებენ მკურნალობის გზებსა და დაავადების დაძლევის საჭირო პროცედურებს.
კონფერენციის მსვლელობისას მოეწყობა დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექიმები და მედიცინის ექსპერტები.
ღონისძიებას დაესწრებიან „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები:
• ონკო-ქირურგიის დოქტორი მეთინ ჩაქმაქჩი
• მედიცინის დოქტორი, რადიაციული ონკოლოგიის პროფესორი ქეიჰან ენჯინი
• ბირთვული მედიცინი დოქტორი ქეზბან ბერბეროღლუ
კონფერენციის დასასრულს, 15:00 საათზე საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ანადოლუს სამედიცინო ექიმებთან გასაუბრებისა და მათგან ალტერნატიული პროფესიული აზრის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.
თურქული სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტები სიმსივნით დაავადებულებს უფასო კონსულტაციას სთავაზობენ. მათი განმარტებით, ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმა და ინოვაციური მეთოდიკით მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსებს კიდევ უფრო ამაღლებს.
შეგახსენებთ, რომ ეს არის რიგით მეორე კონფერენცია საქართველოში, რომელიც „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ ორგანიზებით ეწყობა. შარშან, 15 ივნისს გამართული კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „სამედიცინო სფეროს უკანასკნელი წლების მიღწევები“, რომელშიც 100 -ზე მეტი ქართველი ექიმი-სპეციალისტი მონაწილეობდა და უფასო კონსულტაცია „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ სპეციალისტებისგან საქართველოში მცხოვრებმა 50-მდე პაციენტმა მიიღო.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს წამყვან ევროპულ დაწესებულებას, რომლის სტრატეგიული პარტნიორია სიმსივნის მკურნალობის სფეროში ლიდერი, ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო ცენტრი - Johns Hopkins Medicine. ანადოლუს სამედიცინო ცენტრი იყენებს მის მიერ დაფუძნებულ სტანდარტებს და პაციენტებს საუკეთესო სერვისს სთავაზობს, მათ შორის სიმსივნის ყველა სახეობის მკურნალობა, დიაგნოსტიკა და პრევენციული მედიცინა. ცენტრში ასევე შემუშავებულია კომპლექსური სკრინინგის პროგრამა, რომლის დახმარებითაც ხდება ჯანმრთელი პირების იდენტიფიცირება და საზოგადოებისთვის სიმსივნის პრევენციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრი მოქმედებს პრინციპით „საავადმყოფო საავადმყოფოში“, რაც პაციენტს მეტი კომფორტის საშაულებას აძლევს. ცენტრი აღჭურვილია მსოფლიო სტანდარტების მქონე მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც აუცილებელია სიმსივნის მკურნალობისთვის. უახლესი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების გათვალისწინებით, ცენტრში უამრავი პაციენტი გადის მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მულტიდისციპლინური მიდგომითა და სიმსივნის ევოლუციის თითოეულ ეტაპზე აქცენტირებით, ცენტრის სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ გაზარდონ თერაპიის ეფექტურობა და სიზუსტე პაციენტების მკურნალობისას.
„ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ უცხოელი პაციენტებისთვის შეიქმნა საერთაშორისო დეპარტამენტი. დეპარტამენტში დაკავებული 50 თანამშრომელი, რომლებიც ამყარებენ კომუნიკაციას 15 სხვადასხვა ენაზე, აზუსტებენ ვიზიტის დროს და პაციენტებსა და მის ოჯახის წევრებს უწევენ შესაბამის დახმარებას.
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები