1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლოცვებშიც კი დედა ჯერ ბიჭს იხსენიებდა, მერე - გოგოებს

გამოხმაურება სტატიაზე "მშობელმა სიყვარული თანაბრად უნდა გაუნაწილოს შვილებს" და მაგალითი იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვება მშობლების არასწორ მიდგომას ბავშვებთან, მათ გამორჩევას ერთმანეთისგან. ასეთი ფაქტები საქართველოს ბევრ ოჯახში იყო და არის - ბიჭი, როგორც გვარის გამგრძელებელი, გაფეტიშებული ჰყავთ, მას არა მხოლოდ ქონება და სხვა პრივილეგიები ერგება ხოლმე, არამედ მშობლების მეტი სიყვარული და პატივისცემაც. გარდა ამისა, ბიჭების გამორჩევამ საზოგადოება იქამდე მიიყვანა, რომ ქალები მასობრივად იკეთებენ აბორტებს „არასასურველ გოგონაზე“ ორსულობისას, რაც მალე ქვეყანაში გოგონების დეფიციტს გამოიწვევს.

"ოთხი დედმამიშვილი ვართ, უკვე ასაკიანები, სამი გოგო და ნაბოლარა ბიჭი. გოგონები ყოველთვის უკანა პლანზე ვყავდით მშობლებს, ბიჭი იყო მხოლოდ მათი სალოცავი და საზრუნავი შვილი. ლოცვებშიც კი დედა ჯერ ბიჭს იხსენიებდა, მერე - გოგოებს, "სხვა შვილებს".  ფსიქოლოგიურად ძმის მონები გავხდით დები, ვერც ვგრძნობდით, სანამ ასაკი არ მოგვემატა...
ახლა ყველა დაოჯახებული ვართ, ძმამ 2 ცოლი გამოიცვალა, შვილები მიტოვებული ჰყავს... მეტისმეტად განებივრებული და შედეგად - უპასუხისმგებლო გაიზარდა. 
სახლი გაყიდა, მარტოა და დებს გვავალდებულებს, შევინახოთ. გარკვეული პერიოდი მართლაც ვეხმარებოდით, მაგრამ ამას ისე იღებდა, როგორც ჩვენს ვალდებულებას და მადლიერება არასდროს გამუხატავს, აქეთ გვამცირებდა... 
ახლახან მივანებეთ თავი, გვინდა გონს მოეგოს და მიხვდეს... თუმცა პრობლემის მიზეზი მაინც მშობლები არიან. მათმა ამგვარმა გაზრდამ თავისი შედეგები გამოიღო. ჩვენც სამუდამოდ დაგვაკომპლექსეს - გოგო რადგან ვარ, ცუდი ვარ, კარგი მხოლოდ ბიჭია..."
mshoblebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები