მსოფლიო
მამაკაცი, რომელიც გუშინ მეტროს სადგურ "300 არაგველის" ლიანდაგში ჩახტა, დათო გვასალია იყო
2014-10-05 22:04:38
დათო გვასალიას გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი., მამაკაცი, რომელიც გუშინ მეტროს სადგურ "300 არაგველის" ლიანდაგში ჩახტა, სწორედ დათო გვასალია იყო. მას მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა.
ტრაგედიის შემდეგ დათო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემაც თვითმკვლელობა სცადა და წამლები დალია. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ოთხი შვილის დედას, ლალი გვასალიას ორი ვაჟი დარჩა.
გვასალიების ოჯახში ტრაგედია პირველად ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც დათო გვასალიას დამ, 22 წლის ნინო გვასალიამ თავი მოიკლა. ის შარშან, 17 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. სამართალდამცველებმა ნინო გვასალია 10 ნოემბერს მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
კომენტარები