1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ფეისბუქ-ვიქტორინის გამრჯვებულს კომპანია მანიმენმა ფულადი ჯილდო გადასცა

სწრაფი სესხების კომპანია MoneyMan.ge-მ რიგით მესამე ვიქტორინის გამარჯვებული დააჯილდოვა. MoneyMan.ge -მ სპეციალურად ფეისბუქის მომხმარებლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ანი გულორდავას, ფულადი ჯილდო 100 ლარი გადასცა. ანი გულორდავამ შეძლო და ყველაზე მეტ ადამიანს დაალაიქებინა საკონკურსო პოსტი, რომელიც საკუთარ გვერდზე გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი იყო მომხმარებლებს რამდენიმე პირობა დაეცვათ: მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო, რომლებიც სრულწლოვნები იყვნენ და ცხოვრობდნენ საქართველოში; კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა გაეზიარებინათ საკონკურსო პოსტი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე და საკონკურსო პერიოდის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი like-ი ს მოგროვება უნდა მოეხერხებინათ.

კომპანია მანიმენის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხმარებლებს წინ ელით ძალიან საინტერესო ვიქტორინები. კომპანიის დირექტორის, ქეთი დარსაძის თქმით, ახალი კონკურსი ძალიან მალე გამოცხადდება. შესაბამისად, მორიგი გამარჯვებული შეიძლება ნებისმიერი ის ფეისბუქ-მომხმარებელი აღმოჩნდეს, რომელიც ყველაზე აქტიური იქნება.

ანი გულორდავა: „Moneyman-ის კონკურსის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, სერვისით არასდროს მისარგებლია და არც ილუზია მქონდა რომ მოვიგებდი. პოსტი უბრალოდ გავაზიარე, როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტი მოწონება ჩემმა გაზიარებულმა პოსტმა დააგროვა და გამარჯვებულიც გავხდი. დიდ მადლობას ვუხდი კომპანიას კონკურსის სამართლიანად ჩატარებისთვის და ვურჩევ საზოგადოებას ჩაერთონ მომდევნო კონკურსებში.“

სწრაფი სესხების კომპანია MoneyMan.ge კიდევ ერთხელ უხდის მადლობას კონკურსის ყველა მონაწილეს და მომავალ ვიქტორინებში გამარჯვებას უსურვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები