მსოფლიო
მაინც მაჯობე, ნაზარეველო!
2014-09-25 17:09:15
ცნობილ მწერლებს შორის ბევრი იყო ისეთი, რომლებსაც ფსიქიკურად არაჯანსაღებად მიიჩნევდნენ და დიაგნოზიც ჰქონდათ დასმული, მათ შორის იყო ფრიდრიხ ნიცშეც,გერმანელი ფილოსოფოსი.
დიაგნოზი - ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია. სიმპტომები - განდიდების მანია - ავრცელებდა ბარათებს ტექსტით: „ორ თვეში დედამიწაზე პირველი ადამიანი გავხდები“, მოითხოვდა კედლებიდან სურათების ჩამოხსნას, რამეთუ მისი ბინა იყო „ტაძარი“; გონების დაბინდვა - ერთხელ ქალაქის მთავარ მოედანზე ცხენს კოცნიდა და ქუჩაში მოძრაობა გააჩერა; ძლიერი თავის ტკივილები, არაადეკვატური საქციელი. ცნობილია, რომ ავადმყოფი თავისი ფეხსაცმლიდან სვამდა თავისივე შარდს, ხშირად უაზროდ ყვიროდა, საავადმყოფოს დარაჯი ბისმარკი ეგონა და ა.შ.
ნიცშე სიცოცხლის ბოლო ოცი წელიწადი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახლდათ - თუმცა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგალითად - „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. 11 წელი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა, შინ მასზე დედა ზრუნავდა. მდგომარეობა სულ უფრო ურთულდებოდა, სიკვდილის წინ კი უმარტივეს ფრაზებსღა ამბობდა.
მაინც მაჯობე, ნაზარეველო! - ნიცშეს უკანასკნელი სიტყვებია.
კომენტარები