ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
მათ ვინც სხეულის წონის კლებითაა დაინტერესებული, კალორიების ზღვრული ნორმის მიღება ესაჭიროებათ. თუმცა არსებობს პროდუქტთა ნაირსახეობა, რომელთა მიღება ორგანიზმში კალორიათა აქტიურ წვას უწყობს ხელს. ჰოდა, ჩვენც რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას:
გრეიფრუტი
ციტრუსის ეს ნაირსახეობა უზომოდ დიდი რაოდენობის C ვიტამინს შეიცავს, რაც ინსულინის რაოდენობას დაბლა სწევს, აძლიერებს მეტაბოლიზმს და შესაბამისად წონის კლებაზეც ეფექტურად მოქმედებს. იგი ასევე მდიდარია: A, B, P ვიტამინებით, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, კალიუმითა და კალციუმით.
გრეიფრუტი ორგანიზმში არსებული ცხიმების „მტრადაა“ ცნობილი. იგი ძლიერ ნაღველმდენ საშუალებად მოიაზრება – მასში შემავალი ფლავონოიდების მაღალი მაჩვენებლის გამო, რაც საკვებთან ერთად მოხვედრილ ცხიმებს ორგანიზმში გაწოვის შესაძლებლობას არ აძლევს და შესაბამისად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ნიახური
ქოლგოსანთა ოჯახის ამ მცენარის ფესვი, ღრო და ფოთლები სასარგებლო ნივთირებათა საბადოა. ნიახური უხვადაა გაჯერებული: ვიტამინებით, მიკროელემენტებით, მინერალური ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, ფიტოციდებით, საკვები ბოჭკოებითა და ეთერზეთებით. ის ასევე შიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, კალიუმს, ფოლის მჟავასა და ვიტამინებს: B6, B2, B1.
ნიახურის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ ნატრიუმს. იმის გამო, რომ ნიახური ოთხჯერ მეტ ორგანულ ნატრიუმს შეიცავს, ვიდრე კალციუმს, ეს კი კალციუმის ხსნადობას უზრუნველყოფს, ის ყველაზე სასარგებლო წვენია მათთვის, ვინც ფართოდ მოიხმარს კონცენტრირებულ შაქარსა და სახამებელს. ნებისმიერი საკვები, რომელიც კონცენტრირებულ შაქარს შეიცავს, მაგალითად, უალკოჰოლო სასმელები, კანფეტები, ნაყინი და ასე შემდეგ, მიეკუთვნება კონცენტრირებული ნახშირწყლების კლასს. ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს ორგანიზმს და იწვევს ბევრ დაავადებას. ნიახური დაბალკალორიული და კარგი შარდმდენი საშუალებაა, იგი ასევე კარგად უწყობს ხელს ცხიმების შლას. მათ ვისაც ხშირად წახემსება უყვართ ნიახური საუკეთესო საშუალებაა შიმშილის მოსაკლავადაც.
ლობიო
ლობიო, სხვა პარკოსანთა მსგავსად ცილის უშრეტ წყაროს წარმოადგენს. ლობიოს მარცვალი შეიცავს: ცილას (20%), ცხიმს (2%), ნახშირწყლებს (58%), რკინას, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს, და ასევე ვიტამინებს: C, B2, B6, PP, K. მასში შემავალი ცილა თავისთავად მეტაბოლურია, რაც ააქტიურებს ცხიმების წვას.
რამდენადაც ცნობილია, ცილოვანი საკვების ასათვისებლად ორგანიზმი საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს, რომელსაც იგი საკუთარი ცხიმების მარაგიდან იღებს, ჰოდა ასეთ შემთხვევაში ლობიო ნამდვილ მხსნელად მოგვევლინება. დიეტოლოგები გვირჩევენ სხეულის წონის კლებისთვის ხშირად შევიტანოთ რაციონში ლობიო, იქნება ეს მისგან მომზადებული კერძი, სხვა კერძის თანმხლები გარნირი, თუ ამა თუ იმ სალათის ინგრედიენტი.
მწვანე ჩაი
ზემოთ ჩამოთვლილ სხვა პროდუქტებთან ერთად, მწვანე ჩაიც აქტიურ მონაწილეობას იღებს კალორიების წვაში, იგი ცხიმებთან ბრძოლის უებარ საშალებად მოიაზრება, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ხოლო ყოველივე ეს კი სხეულის წონის კლებასთან პირდაპირპროპორციულია.
როგორც დიეტოლოგები განმარტავენ, დღეში 3 ფინჯანი მწვანე ჩაის მიღება, ძალზე მსუქანი ადამიანის დაკლების გარანტიცაა. მწვანე ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (15-30%), ეთეროვან ზეთებს (0,02&), ცილოვან ნივთიერებებს (16-25%), თავისუფალ ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია იგი C და P ვიტამინებით. მწვანე ჩაი ასევე აღიარებულია ანტიკანცეროგენული თვისებებით, მოიაზრება გულ–სისხლძარღვთა და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ.
თევზი
დიეტოლოგთა მიერ შერჩეულ რაციონში თევზს უცვლელი ადგილი უკავია. პროდუქტის ეს ნაირსახეობა (იქნება ეს მდინარის, ტბის თუ ოკეანის თევზი) ვიტამინებითა და მიკროელემენტებით უხვად გაჯერებულია, ნაკლებად კალორიულია და მეტად სასარგებლოა. სწორედ ამიტომაა მისი რეგულარული მიღება აუცილებელი.
თევზთა ნაირსახეობიდან ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) შედარებით მაღალკალორიულია, თუმცა ამავე დროს D ვიტამინითაც უფრო მდიდარია, რაც ასე მნიშვნელოვანია ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისათვის. სწორედ ცხიმიან თევზთა სახეობანი შეიცავენ ცხიმურ მჟავებს, ე.წ. – Omega 3–ს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების აქტიურ წვას და განაპირობებს სხეულის წონის კლებას.
ყავა
ალბათ ცოტა ვინმეს თუ წარმოდგენია განვლილი დღე თუნდაც ერთი ფინჯანი არომატული ყავის გარეშე. პროდუქტის ეს ნაირსახეობა მასში კოფეინის შემცველობის გამო მასტიმულირებელი ეფექტით გამოირჩევა. ყავის მოხალულ მარცვლებში არის შაქრები (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები (13,9%-მდე) კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები. ასევე მოხალვის დროს ყავის თესლში მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოიქმნება PP ვიტამინი (ნიკოტინმჟავა), რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში არსებობს და ადვილად გადადის ყავის ნაყენში.
ერთ ფინჯან ყავაში არის მოზრდილი ადამიანის სადღეღამისო დოზის დაახლოებით მესამედი PP ვიტამინი. ყავაში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობენ საჭმლის მონელების გაუმჯობესებასა და მეტაბოლიზმს, რაც დადებითად აისახება წონის კლებაზე. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავაში შემავალი კოფეინი ადამიანებს გონებრივი სირთულეების გადალახვაში ეხმარება და დადებითად ზემოქმედებს ინტელექტუალურ მონაცემებსა და ლოგიკურ აზროვნებაზე.
ავოკადო
ავოკადო ბოტანიკური თვალსაზრისით განეკუთვნება ხილთა კლასიფიკაციას (თუმცა მას ზოგჯერ რატომღაც ბოსტნეულად მოიხსენიებენ), რომლის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა გახლავთ. იგი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით, ნატრიუმით, უჯერი მჟავებით, В1, В2, C, K, Е, A, E, PP ვიტამინებით. იგი პრაქტიკულად არ შეიცავს შაქარს. ადვილად ასათვისებელი ცხიმების შემცველობის გამო ავოკადოს მიღების შემდეგ შიმშილის გრძნობა საკმაოდ გვიან ჩნდება. ეს გახლავთ უძვირფასესი დიეტური პროდუქტი საჭმლის მონელების დარღვევისას.ავოკადო ამცირებს ცუდი ქოლესტერინის შემცველობას და აღადგენს ძალებს. დიეტოლოგები გვირჩევენ მენიუში ჩავრთოთ ავოკადო, დავამატოთ იგი სხვადასხვა სალათებს, ან თუნდაც მივიღოთ გუაკამოლეს უგემრიელესი საწებლის სახით (გუაკამოლე – მექსიკური საწებელია, რომლის მთავარი ინგრედიენტია ავოკადო (პომიდორთან, ხახვთან, ქინძთან, ლიმნის წვენთან, მარილთან და პილპილთან ერთად)).
წითელი წიწაკა
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სხეულის წონის კლებაში წითელ წიწაკასაც მიუძღვის გარკვეული წილი, რამდენადაც იგი მადას აქვეითებს და მეტაბოლიზმს აუმჯობესებს.წითელი წიწაკის სულ 1 მწიკვის დამატებაც საკმარისია კერძში, რომ 25 %–ით გაუმჯობესდეს მეტაბოლიზმი, დაბლა დაიწიოს სისხლში არსებული შაქრის დონე და რაც მთავარია მადა დააქვეითოს. წითელი წიწაკა მდიდარია კაროტინით და B1, B9, B2, C, E და PP ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, მანგანუმით, კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, ფოსფორით, გოგირდით, ქლორით და სხვა.
ჩიას თესლი
ჩიას თესლი, რომელიც გარეგნულად ძალზედ წააგავს ლობიოს, მაღალი კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. იგი შეიცავს ომეგა–3 ცხიმოვან მჟავებს, ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს, პროტეინებს, ბოჭკოვანას, B1, B2, B3, B9, C, E ვიტამინებს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ნატრიუმს, მანგანუმს, კალიუმს, ცინკს.ჩიას თესლის რაციონში შეტანა დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე, აქვეითებს შიმშილის გრძნობას, აქტიურად წვავს ცხიმებს და შესაბამისად ხელს უწყობს წონის კლენას. ჩიას თესლით შესაძლებელია ფაფის მომზადება, ასევე შესაძლებელია მისი იოგურტსა და სალათებში დამატება.
ბრაზილიური კაკალი
ბრაზილიური კაკალი – ბერტოლეტიის ხის ნაყოფია, რომელიც ბრაზილიაში, უფრო ზუსტად კი ამაზონის ჯუნგლებში ხარობს. იგი ასე გვხვდება პერუში, ბოლივიასა და ვენესუელაში. კაკლის ამ უგემრიელესი ნაირსახეობის მოყვანა სხვა ქვეყნებშიც სცადეს, მაგრამ ამაოდ და მის ერთადერთ ექსპორტიორად დღემდე სამხრეთ ამერიკა მოიაზრება. გარდა გამორჩეული გემოსა, კაკალი უხვადაა გაჯერებული მაგნიუმით, კაციუმითა და სხვა სასარგებლო მინერალებით, რომელთაც იგი 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.ბრაზილიური კაკალი ასევე უხვად შეიცავს სელენას, რომლის უკმარისობაც ნაადრევ სიბერეს იწვევს. გაგიკვირდებათ და სულ 2 კაკლის მირთმევაა საჭირო, რომ თქვენმა ორგანიზმმა სელენას დღიური ნორმა შეივსოს. ბრაზილიური კაკალი ასევე შეგმატებთ სიმხნევესა და ენერგიას, სილამაზესა და სუფთა კანს. იგი ასევე აუმჯობესებს იმუნოლოგიას, ამცირებს გულ–სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს, აუმჯობესებს კუჭ–ნაწლავის მომნელებელი სისტემის რიტორიკას, დადებითად აისახება მეტაბოლიზმზე. ეს უკანასკნელი კი კარგად აისახება სხეულის წონის კლებაზე. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ბრაზილიური კაკალი შესანიშნავი ინგრედიენტია ნებისმიერი სალათისთვის.
icode.ge
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები