სოც. მედია
რატომ დაიწყო შიმშილობა ჯვრის მონასტრის მონაზონმა, დედა თამარმა?
2014-09-24 11:50:27
ჯვრის მონასტრის მონაზონმა დედა თამარმა შიმშილობა დაიწყო და საპატრიარქოს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ვეფხია ოდიშარიას გადადგომას ითხოვს. ინფორმაციას „ქრონიკა+“ ავრცელებს. „შიმშილობას ვიწყებ არა იმიტომ, რომ მე მომექცნენ უდიერად, არამედ იმიტომ, რომ სხვა ადამიანები დავიფარო მსგავსი უსულგულო ჩინოსნების მოქმედებებისგან. დღეს დილით ცუდად გავხდი, დავრეკე საპატრიარქოს საავადმყოფოში და რეცეპტის გამოწერა ვითხოვე. ვეფხია ოდიშარიამ კატეგორიული უარი განმიცხადა - აქ, მობრძანდით, ფულს არ გადაგახდევინებთ, სხვაგვარად რეცეპტს ვერ გამოგიწერო. ვეუბნები - ფეხზე ვერ ვდგები, მწოლიარე ავადმყოფი ვარ, მოსვლა რომ შემეძლოს, მოვიდოდი. ჩემი ავადმყოფობის ისტორია მანდ გაქვთ, რეცეპტს ვითხოვ, წამალს ხომ არა? დირექტორიც აქ არის და ვერ გამოგიწერთ რეცეპტს, გნებავთ პატრიარქმა გაიგოს და გნებავთ, ჯანდაცვის მინისტრმაო. მთელი დღის განმავლობაში მაწამა. დღის ბოლოს, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ჩარევის შემდეგ გამომიგზავნეს ექიმი და ადგილზე გამომიწერეს რეცეპტი. წარმოიდგინეთ, მე მონაზონს რომ ასე მომექცევიან საპარტიარქოს საავადმყოფოში, რიგით ადამიანს რას უზამენ? ასე ხომ პაციენტი შეიძლება დაიღუპოს?“ - განუცხადა დედა თამარმა „ქრონიკა+“-ს. დღეს დედა თამარის შიმშილობის პირველი დღეა.
კომენტარები