მსოფლიო
,,ფირი პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად" მოროშკინა ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ
2014-09-22 16:10:03
"სასჯელაღსრულების სისტემიდან ვიდეო და აუდიო მასალის გატანა ისჯება კანონით, რასაც არეგულირებს სსკ შესაბამისი მუხლი.
ის, რომ სად-ის სისტემაში საქმე გვაქვს საბოტაჟის აშკარა გამოვლინებებთან არახალია.
შეგახსენებთ, რომ უწყებას ყავს ახალი, კვალიფიცირებული ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი მღებრიშვილი, რომლის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული გარკვეული ქმედებები. შეგახსენებთ, რომ კვესიტაძის გადაცემაში გასული აუდიო ჩანაწერები 2013 წლით არის დათარიღებული. ისმის შეკითხვა : ვის ინტერესებშია სისტემის დისკრედიტაცია და ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის გაჩენა. პასუხი მარტივია. იმის, ვისაც ჰქონდა წვდომა და ვინც გაიტანა ეს მასალა სასჯელაღსრულების სამინისტროდან. წრე ვიწროვდება, და ჩემთვის სურათი ნათელია!
მივმართავ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიკითხოს ეკა კვესიტაძე და დადგინდეს ფირების მიმწოდებლის ვინაობა(თუმცა ჩემთვის ის ცნობილია)
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ დაკვალიფიცირდება, როგორც ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, არამედ დაგეგმილი საბოტაჟის თავიდან აცილება.
ჩემი ინფორმაციით, შემდეგი ფირი პირდაპირ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის იმიჯს. გვახსოვდეს, რომ ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ევროპასთან ასოცირების დოკუმენტზე, რაც თავისთავად არ გამორიცხავს პრევენციული ზომების გატარებას და გვავალდებულებს კანონის უზენაესობას!"
კომენტარები