სოც. მედია
ნანუკა ჟორჟოლიანს ციხიდან დაურეკეს და მადლობა გადაუხადეს
2014-09-18 11:21:16
ნანუკა ჟორჟოლიანმა შეძლო მთელი საქართველოს გახარება. "ნანუკას შოუში" დედა-შვილს სალომე და თამარ ტეტიაშვილებს საჩუქრად ბინა გადასცეს. ნანუკას მადლობა ბევრმა გადაუხადა, მათ შორის იყო პატიმარი ქალბატონიც,ამასთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა ფეისბუქის გვერდზე შემდეგი პოსტი განათავსა
"გაგიკვირდებათ და ქალთა კოლონიიდან დამირეკეს! პატიმარი ქალი იყო ( სახელს არ ვიტყვი) და ყველას მაგივრად მინდა ჩვენი ემოციები გაგიზიაროთ გუშინდელ გადაცემაზეო. დაკეტილ სივრცეში რომ ხარ, 7,12,9 წელი რომ გაქვს მისჯილი, დარეკვის უფლება იშვიათად რომ გაქვს და იმასაც იმაში რომ გამოიყენებ სხვას მადლობა უთხრა და უფრო მეტიც, საერთოდ ამ დროს სხვისი სიხარული ასე რომ გიხარია არისიმაზე მაგარი ემოცია ვიდრე ვინმესგან ველოდი დღეს!" - წერს ჟორჟოლიანი.
ნანუკას შოუს ემოციური კადრები იხილეთ ლინკზე http://itv.ge/?m=16&CID=33653
კომენტარები