1 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა, როგორც ახალი საქმეების დასაწყებად, აგრეთვე ძველების დასასრულებლად. ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, ყურადღებით იმოქმედოთ. დახმარებისთვის შეგიძლიათ გამოცდილ მეგობრებს მიმართოთ. 

კურო 
ენერგიის მომატებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენ წინ აღმართულ ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდეთ. აგრეთვე, გარშემო მყოფებიც ყველანაირად შეგიწყობენ ხელს, მიზანს რომ მიაღწიოთ. 

ტყუპი
კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. თამამად შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენი პროექტები და იდეები. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური საკითხები. პირად ცხოვრებისთვის დღეს ვერ მოიცლით. 

კირჩხიბი
არსებული პრობლემები დიპლომატიურად უნდა მოაგვაროთ. ნუ ეცდებით საკუთარი უპირატესობისა და სიმართლის მტკიცებას, შედეგს ვერ მიიღებთ. უმჯობესია, მშვიდად და სწორი ტაქტიკის გამოყენებით იმოქმედოთ. 

ლომი 
კარგად დასრულდება დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები, მაგრამ უსიამოვნებები გელით საწინააღმდეგო სქესთან და ოჯახის წევრებთან. აგრეთვე მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულახდილობას. 

ქალწული 
დღეს უმჯობესია, თქვენი საქმე მშვიდად აკეთოთ. მოერიდეთ ურთიერთობებისა და საქმეების გარჩევას. მოთოკეთ ემოციები. ეცადეთ თქვენმა ზედმეტმა კრიტიკულობამ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ. 

სასწორი 
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთებისა და ტექნიკის შეძენას. უმჯობესია, ფული ეკონომიურად ხარჯოთ. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. 

მორიელი 
მეტად აქტიური ხართ და ერთდროულად რამდენიმე საქმესაც მარტივად გაუმკლავდებით. კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად და გასაანალიზებლად. საღამოს არაოფიციალური პირებისგან თქვენთვის საჭირო ცნობებს მიიღებთ. 

მშვილდოსანი 
თუ საქმეებში წარმატების მიღწევა გსურთ, უნდა გარისკოთ. დახმარებისთვის შეგიძლიათ გამოცდილ კოლეგებსა და ერთგულ მეგობრებს მიმართოთ და აქტიურად იმოქმედოთ. 

თხის რქა 
დაფიქრება გმართებთ, სანამ ფულს საქმეში დააბანდებდეთ ან ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენდეთ. უმჯობესია, არ აჩქარდეთ, რჩევისა და საჭიროების შემთხვევაში ფულის სესხებისთვის ახლობლებს მიმართეთ. 

მერწყული
დღეს გარშემო მყოფებისგან მეტ მზრუნველობასა და სიკეთეს იგრძნობთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთს კი ახალგაცნობილთან რომანტიკული ურთიერთობა დაეწყება. 

თევზები
არ აჩქარდეთ, ნებისმიერი, უმნიშვნელო ნაბიჯიც კი, კარგად აწონ-დაწონეთ; აზრი სპეციალისტებსა და ოჯახის წევრებსაც ჰკითხეთ. აგრეთვე, მოერიდეთ ზედმეტი ემოციების გამოხატვას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები