მსოფლიო
ნანუკა ჟორჟოლიანი: აუცილებლად "დაგიპიპინებთ" ბატონო მერო
2014-09-13 19:35:40
ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, თბილისის მერის, დავით ნარმანიას მისამართით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის "სტატუსს" აქვეყნებს
"ბატონი ნარმანია შესულა ოთახში, მისი დაცვა გარეთ ელოდებოდა, პირველი რაც მოიკითხა იყო ციმციმებიანი მანქანა:) აი ისეთი მანქანიდან რომ ყვირიან გადადექი, გადადექი:) მანქანის გატარებას რომ ითხოვენ მაგისტრალზე:) სხვათაშორის საბასაც უყვარს ციმციმებიანი მანქანა. აღმოჩნდა რომ ყოფილ მერს, გიგი უგულავას ასეთი მანქანა არ ჰყოლია:) არც რამდენიმე ჯიპი ესკორტისთვის. დამწუხრებულა ბატონი ნარმანია და პირველი რისი ყიდვაც მერიისთვის დაუვალებია ციმციმებია:) ქუჩაში რომ შემხვდებით აუცილებლად "დაგიპიპინებთ" ბატონო მერო:) დასტურად იმისა რომ ბევრი მითი დაგემსხვრევათ:) ბოლოჯერ კი მაშინ "დაგიპიპინებთ" (საბა ეძახის ასე) როდესაც დამტკიცდება რომ თქვენი არჩევნებისთვის დაჭერილ ყოფილ მერს არცერთი კაპიკი არ მიუთვისებია! იმედია დიდხანს იციმციმებთ:) გულს უხარია თქვენი ციმციმი:)"- წერს ჟორჟოლიანი.
კომენტარები