მსოფლიო
ურეცეპტოდ გასაყიდ მედიკამენტებს 772 დასახელების წამალი დაემატა
2014-09-11 14:41:46
772 სავაჭრო დასახელების წამალი ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჯგუფს დაემატა და ორშაბათიდან ურეცეპტოდ გაიყიდება , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, უერეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სიაში კორექტივების შეტანა სამინისტროს ფარმაცევტთა ასოციაციამ შესთავაზა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღევანდელი ცვლილებით, ურეცეპტოდ გასაცემი მედიაკემტების სიაში ცვლილება მეხუთედ შევიდა და დღეის მდგომარეობით ურეცეპტოდ 4138 მედიკამენტი გაიცემა.
"მათი აბსოლუტური უმრავლესობა გარეგანი მომხმარების საშუალებაა, მალამოებია. ეს არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საინექციო ფორმები, დაემატა ერთი სახის სტეროიდი, საინექციო "პრედნიზოლონი". გადაუდებელ დახმარებას დაემატა საინექციო წნევის ორი დამწევი ხანმოკლე მოქმედების "პაპავერინი" და "დიბაზოლი", ასევე გადაუდებელ დახმარებას დაემატა დიაბეტის მართვის ორი საინექციო პრეპარატი, ეს არის ერთ-ერთი მორიგი ცვლილება. კონსულტაციები გაგრძელდება და ეს ცვლილებები საბოლოო არ არის", - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება წამლების ჯგუფებს, რომლებიც ურეცეპტოდ გასაცემთა სიაში გადავიდა, ესენია: 1.ადგილობრივი დერმატოლოგიური გამოყენების ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები. 2. ანტივირუსული საშუალებები 3. ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ყურის წვეთები; 4.იმუნომოდულატორები; 5. ანტიმიკოზური საშუალებები; 6. ვიტამინები და (საინექციო წამლის ფორმები.); 7. მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები; 8. არასტეროიდული ანთების საშუალებები (საინექციო წამლის ფორმები); 9. აზმოვიზური საშუალება (საინექციო წამლის ფორმები) 10. ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები; 11.ჰეპატოპროტექტორული საშუალებები; 12. ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოიული; 13. ბიოგენური სტიმულატორები; 14. ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები; 15. რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციური საშუალება ელექტროლიტური ხსნარები;
კომენტარები