1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სექსს გრიპისა და გაციებისგან განკურნება შეუძლია

სქესობრივი კავშირის დადებითი გავლენა ორგანიზმზე მეცნიერებს არაერთხელ დაუსაბუთებიათ. ამასთან, ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც ადამიანი კვირაში ორჯერ მაინც ეძლევა სიყვარულით ტკბობას. სქესობრივ ურთიერთობას სიცოცხლის გამახანგრძლივებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. ყოველივე ეს გამოწვეულია როგორც თავად სქესობრივი აქტის მიმდინარეობით, ისე იმ ემოციებით, რომლებსაც ადამიანი ინტიმური სიახლოვისას განიცდის. სქესობრივი ურთიერთობა პოზიტიურად მოქმედებს ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით ქალებზე ვრცელდება. სქესობრივი კავშირის 6 მთავარი შედეგი:
1. მას გრიპისა და გაციებისგან განკურნება შეუძლია. კვირაში 1-2-ჯერ სქესობრივი ურთიერთობით ორგანიზმში სამჯერ იმატებს იმუნომასტიმულებელი თვისებების მქონე ანტისხეულების - იმუნოგლობულინ A-A-ს დონე, რომლებიც ორგანიზმს რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ვირუსებისგან იცავს. 
2. სექსი ზოგჯერ კოსმეტოლოგის კაბინეტს სჯობია. ქალები, რომლებიც კვირაში 4-ჯერ ტკბებიან სიყვარულით, თანატოლებზე 7-12 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. სქესობრივი ურთიერთობისას სისხლში იზრდება ესტროგენების დონე, რაც თმას - ბზინვარებას, ხოლო კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს.
3. სქესობრივი კავშირის დროს წუთში 4 კკალორია იწვება. ნახევარსაათიანი სასიყვარული ურთიერთობით შესაძლებელია 4 მოზრდილი შოკოლადის მეშვეობით მიღებული კალორიების დაწვა.
4. სექსი შაკიკისა და თავის ტკივილის წამალია. ქალები სქესობრივ კონტაქტზე უმეტესად თავის ტკივილის გამო ამბობენ უარს, არადა სქესობრივი ურთიერთობისას, განსაკუთრებით - აღგზნებისა და ორგაზმის ფაზაში, სისხლში საგრძნობლად იმატებს ენდორფინებისა და კორტიკოსტეროიდების დონე, რომლებსაც შესანიშნავი ანალგეტიკური თვისება აქვთ.
5. სექსი მენსტრუალურ ციკლს აწესრიგებს. რეგულარული სქესობრივი ურთიერთობის მქონე ქალებს ყოველთვის უფრო მოწესრიგებული აქვთ ციკლი, ვიდრე მათ, ვინც მიზეზთა გამო სიახლოვეზე უარს ამბობს. მნიშვნელოვანია თავად სიახლოვე და არა ორგაზმი.
6. სქესობრივი ურთიერთობა აუმჯობესებს მენჯის კუნთების მდგომარეობას, რაც ასაკის მატებასთან ერთად შარდვის პროცესებთან დაკავშირებულ ბევრ უსიამოვნებას გვაცილებს თავიდან.მკრნალის ჯის რედაქცია 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები