სოც. მედია
კომპიუტერთან მუშაობისას სასურველია ლიმონი მიირთვათ
2014-09-08 13:57:20
კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის შემდეგ ძლიერ იძაბება თვალი. მხედველობის ორგანოს დაძაბვა გადაეცემა თავის ტვინის სხვა სტრუქტურებს და ნეგატიურად აისახება ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე. ამის შედეგად ადამიანს 90%-ით უქვეითდება ფიქრისა და ყურადღების კონცენტრირების უნარი, ყოველივე ამას კი საბოლოოდ ნერვული სისტემის გადაღლამდე და გამოფიტვამდე მივყავართ.
თუმცა გამოსავალი არსებობს. მაგალითად, თუ სამუშაო ოთახში შროშანის სურნელი იდგება, 20%-ით ნაკლები შეცდომა მოგივათ. ამაზე უკეთესი ეფექტი კი ლიმონს აქვს, ამიტომ გირჩევთ, მუშაობისას იქვე ამ ციტრუსის ნაჭერი დაიდოთ.
”მკურნალის” რედაქცია
კომენტარები