მსოფლიო
8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-09-07 23:44:03
ვერძი
ღევანდელი დღე ძალიან წარმატებული იქნება თქვენთვის. თამამად შეგიძლიათ უფროსობას დაწინაურება ან ხელფასის მომატება სთხოვოთ.
კურო
თავს უფლება მიეცით გულწრფელი სიხარულით გაგიხარდეთ მიღწეული. საქმიანობა ამავე მიმართულებით გააგრძელეთ. დღეს შესაძლებელია ფულადი ჯილდოს მიღება, შეეცადეთ ყველაფერს ერთბაშად ნუ დახარჯავთ, იყავით ეკონომიური
ტყუპი
შეეცადეთ დღეს ნუ გაწელავთ დროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. დღის მეორე ნახევარი შეიძლება შედარებით დაძაბული იყოს, თუმცა თქვენი შინაგანი ძალით ყველაფერს გაუმკლავდებით.
კირჩხიბი
შეეცადეთ დღეს სიმშვიდე და წონასწორობა შეინარჩუნოთ. შესაძლოა მოგიწიოთ გეგმების გადახედვა და გარკვეული ცვლილებების შეტანა, რადგან ახალ ინფორმაციას მიიღებთ
ლომი
თქვენ წაგლეკავთ უაზრო ემოციები. აიყვანეთ თქვენი თავი ხელში. თუ წინა კვირაში შექმნილი პრობლემები კარგად გამოიყენეთ, მაშინ ახლა საუკეთესო დროა ადამიანებთან პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გაფართოებისათვის.
ქალწული
დღეს ხალისიანი იქნებით, დღის მეორე ნახევარში ხასიათი გაგიფუჭდებათ, თუ საყვარელ ადამიანს არ შეხვდებით. ოჯახის წევრები რჩევა-დარიგებას მოგცემენ და აუცილებლად გაითვალისწინეთ. არ დაგეგმოთ დღეს საქმიანი შეხვედრები.
სასწორი
ეცადეთ არ აწყენინოთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მოსალოდნელია უცხო ადამიანის ზეგავლენის ქვეშ მოხვდეთ და თუ გსურთ, რომ ასე არ მოხდეს, ამისათვის საჭიროა მეგობრებს ხელი არ კრათ და მათი რჩევა-დარიგება გაიზიაროთ.
მორიელი
დღეს, ყურადღების ცენტრში იქნებით. წარმატება გელით იურიდიულ საბუთებთან დაკავშირებით და მივლინებებში. საღამო საყვარელ ადამიანთან გაატარეთ და ეცადეთ, სიურპრიზებით გაანებივროთ.
მშვილდოსანი
სიყვარული დღევანდელ დღეს თქვენთვის მთავარი იქნება. საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო დროს გაატარებთ. მარტოხელებს კი ახალი სასიყვარულო თავგადასავლები ელით..
თხის რქა
დღეს მოგიწევთ გაიაზროთ, რომ თქვენი ძირითადი შემოსავლის წყარო ინტელექტუალური სამუშაო და გულმოდგინებაა. განსაკუთრებით გულდასმით იმუშავებთ დღეს, ნუ მოდუნდებით, დასვენებას მერეც მოასწრებთ..
მერწყული
ბევრი საინტერესო ადამიანი გეხვევათ გარშემო. ბევრს თქვენთვის კარგი უნდა, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც თქვენი შურთ. ეცადეთ ახლოს არ მოუშვათ თქვენთან. იყავით თავდაჭერილი, დაგეგმილი საქმე არ გადადოთ და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ..
თევზები
დილა ღიმილით დაიწყეთ, სიტუაციას ნუ მისცემთ საშუალებას რომ დაგძაბოთ, ყველაფერი მოგვარდება. შეეცადეთ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ, თავი ბედნიერად იგრძენით, არა აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ სხვები. თუ განწყობა კარგი გექნებათ, მაშინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ..
კომენტარები