მსოფლიო
დელისის ქუჩაზე დებმა ორსულ გოგონას ბენზინი გადაასხეს
2014-09-05 15:43:03
რამდენიმე წუთის წინ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ამბვაი თბილისში მომხდარი შემზარავი ფაქტის შესახებ. ქალაქის ცენტრში გოგონებმა ორსული მეზობლის დაწვა სცადეს. შემთხვევა დელისის ქუჩის მესამე შესახვევში მდებარე დევნილთა დასახლებაში მოხდა შემთხვევას მეზობლები მაშინ შეესწრნენ, როდესაც დებმა ორსულ გოგონას ბენზინი გადაასხეს და მასზე ასანთით ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. მეზობლები შეეცადნენ გოგონას გადარჩენას. საქმეში ჩაერთო საპატრულო პოლიციაც, რის შედეგად გოგონები დააკავეს.
შსს-ში ფაქტს ადასტურებენ, მათი თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.
კომენტარები