სოც. მედია
5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-09-04 23:19:20
ვერძი
დღეს კონკრეტული ადამიანის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაგიჩნდებათ. ეცადეთ, მასზე მაქსიმალური ინფორმაცია მოაგროვოთ, თუ რა თქმა უნდა ეს ადამიანი თქვენთვის მართლაც საინტერესოა.
კურო
დღეს ყოველდღიური საქმეები თქვენთვის ინტერესს დაკარგავს, რადგან გლობალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაინტერესებული. ამის გამო კოლეგებთან და ნათესავებთანაც კი გელით კონფლიქტი.
ტყუპი
საზღვარგარეთიდან თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რაც თქვენს გეგმებს შეცვლის. მთავარია, არ აჩქარდეთ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
კირჩხიბი
შეუსრულებელი სამსახურის საქმეების გამო განწყობა გაგიფუჭდებათ. ეცადეთ, ისეთ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა, ვინც განწყობას გაგიუმჯობესდებათ.
ლომი
დღეს შეიძლება უჩვეულო გარემოში აღმოჩნდეთ. ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. თუ საქმეებს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით, გარშემო მყოფებისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ.
ქალწული
მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ დეტალებს მუშაობის დროსაც და ყოველდღიურ საკითხებში, რაც შეცდომებისგან დაგიცავთ.
სასწორი
დღეს საინტერესო ადამიანთან გელით შეხვედრა. ახალგაცნობილი შეიძლება შემოქმედებითი პიროვნება იყოს და საინტერესო სფეროს გაზიაროთ. ნაცნობობა კი სერიოზულ, რომანში გადაიზარდოს.
მორიელი
დღეს გარშემო მყოფებისა და კონკურენტების საიდუმლოებებს შეიტყობთ. მაგრამ ნუ აჩქარდებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
მშვილდოსანი
ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ფინანსური საკითხების გამო ნუ იკამათებთ. ეცადეთ, შეთანხმებულად მათთან იმოქმედოთ.
თხის რქა
გადაამოწმეთ უმნიშვნელო დეტალიც კი; ნუ ენდობით ვიღაცის ნათქვამს, ყურმოკლულ ინფორმაციას. თუმცა, კოლეგები ყოველგვარი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან.
მერწყული
კარგი დღეა ახალი ცოდნის მისაღებად, ნასწავლის გადასამეორებლად. შეძლებისდაგვარად დაესწარით სხვადასხვა სემინარსა და ტრენინგს.
თევზები
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი სარისკო ქმედებებისგან. განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებსა და აზარტულ თამაშებს.
კომენტარები