2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გალტ ენდ თაგარტის“ ორგანიზებით თბილისში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივებისადმი მიძღვნილი პირველი ინვესტორთა კონფერენცია ტარდება

თბილისი, 4 სექტემბერი, 2014 –  საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა
ბანკმა, განაცხადა, მისი შვილობილი კომპანიის „გალტ ენდ თაგარტის“ (Galt & Taggart) ორგანიზებით, თბილისში საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივების მიმოხილვისადმი მიძღვნილი პირველი ინვესტორთა კონფერენციის მიმდინარეობის თაობაზე. ხსენებული კონფერენციის მიზანია, შეახვედროს ერთმანეთსარსებული და პოტენციური ინვესტორები, რომლებსაც აინტერესებთ ან უკვე განიხილავენ ინვესტიციების დაბანდებას ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში. „გალტ & თაგარტის“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია იქნება უნიკალური შესაძლებლობა ქართული ფასიანი ქაღალდებით დაინტერესებული ინვესტორებისთვისა და აქციებისა თუ ობლიგაციების ემიტენტი ქართული კომპანიებისთვის უშუალოდ განიხილონ ახალი განთავსებების შესაძლებლობები.კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები, მათ შორის ინვესტორები, რომელთაც საქართველოსა და აზერბაიჯანში ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული, მიიღებენ ინფორმაციას საქართველოსა და აზერბაიჯანში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ.კონფერენციას ესწრება 40-მდე უცხოელი ინვესტორი, მათ შორის ისეთი მსხვილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Goldman Sachs, UBS, Bank oAmerica, Citi, Renaissance Capital. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების: სუვერენული ევრობონდი, საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მფლობელი უცხოელი ინვესტორებიც. საქართველოს რეგიონალურ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივის გათვალისწინებით, კონფერენციაზე ასევე მოწვეული არიან აზერბაიჯანის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ფასიანი ქაღალდების ემიტენტები: SOCAR, International Bank of Azerbaijan, Pasha Holdings.
საქართველოს ბანკმა
ასევე განაცხადა მისი შვილობილი კომპანიის, სს „ბი ჯი კაპიტალის“ (BG Capital) იურიდიული სახელწოდებისა და ბრენდის ცვლილების შესახებ, რის შედეგადაც კომპანიას სს „გალტ &თაგარტი“ ეწოდა. ამრიგად, ბაზარს დაუბრუნდა თითქმის 20 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც მისი დაარსების დღიდან წარმოადგენდა საქართველოში წამყვან საინვესტიციო ბანკს და ასოცირებული იყო ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო მომსახურების შეთავაზებასთან. „გალტ & თაგარტის“ სახელს საქართველოში უკავშირდება ისეთი სერვისების მიწოდება, როგორებიცაა კაპიტალისა და ფიქსირებული შემოსავლის მქონე საბროკერო მომსახურება, კვლევა, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა და აქტივების მართვა. ამიერიდან, „გალტ & თაგარტი“ წარმოადგენს ინვესტიციების
მართვის კომპანიას, რომელიც შეთავაზებს მომხმარებელს მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორაციულ საკონსულტაციო მომსახურებას, კერძო კაპიტალის მართვას, დარგოვილი ქონების მართვას,საბროკერო მომსახურებასა და კვლევას. „გალტ & თაგარტი“ იარსებებს საქართველოს ბანკის ინვესტიციების მართვის მიმართულების ბიზნესის ქვეშ და მას უხელმძღვანელებს საქართველოს ბანკის გენერალური  დირექტორის მოადგილე ინვესტიციების მართვის დარგში, არჩილ გაჩეჩილაძე. არჩილი, ამავდროულად, „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იქნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.gt.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები