სოც. მედია
რატომ დადგა ჭიკაიძის უწყების სამართლიანობა ეჭქვეშ? - ალასანიას მეუღლის სკანდალური განცხადება
2014-09-03 21:13:03
ვაკეში მოკლული 25 წლის ლაშა მახარაძესთან დაკავშირებით თავდაცვის მინიტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს, სადაც საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული ახალი დეტალები იკვეთება
"გუშინ მოკლული ლაშა მახარაძის მკვლელს დემონსტრატიულად ხელს არ კიდებს პოლიცია, რამაც ამ ბიჭის მეგობრებში გამოწვია ხმები, მკვლელის მხლებელი ჭიკაიძის ნათესავიაო (ეს მათი ვარაუდია უსამართლობის გამო).. სამაგიეროდ, ამ საცოდავი ბიჭის ძმაკაცებს, როგორც მათმა მეგობარმა გოგომ მითხრა, "იპარავენ" პანაშვიდიდან, ვითომ დაკითხვის მიზნით და უკვე მესამე წაიყვანეს და აღარ უშვებენო, ასევე ამბობენ, ცემენო. რა ხდება? ამგვარი გაუგებრობა არავის არ შერჩება და კარგი იქნება, თუ მითქმა-მოთქმის საფუძველი არ იარსებებს. მე არ ვარ ჭორების გამავრცელებელი და არც ისე უბრალოდ პანიკის მთესველი. ადამიანს, რომელმაც ამ წამს ტირილით დამირეკა, ვენდობი და ის კატეგორიაა, რომელსაც ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს."-წერს ფანჯიკიძე.
კომენტარები