მსოფლიო
ვანში ყაჩაღებმა მძინარე ბავშვს ცხელი უთო კიდურებზე დაადეს,დედას კი სახე დაუსერეს
2014-09-03 15:56:06
ვანის რაიონში არველაძეების ოჯახში ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი აწამეს და ოჯახი დააყაჩაღეს.სახლში მხოლოდ ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვი იყვნენ.
ყაჩაღებმა დედა–შვილი სამართებლითა და ცხელი უთოთი აწამეს. მათ ჯერ ქალს დაუსვეს სახეზე სამართებელი , შემდეგ კი მძინარე ბავშვს ცხელი უთო კიდურებზე დაადეს.
ნაწამები ქალბატონის თქმით,ქურდები ქეთევან არველაძისგან ფულს ითხოვდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა კი მისივე ბიძაშვილის სახელი ახსენა. სახლში ოქროს პოვნის შემდეგ მძარცველებმა არველაძეების სახლი დატოვეს. რის შემდეგაც მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დედა-შვილის მდომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, პოლიცია შემთხვევის ადგილზე მძარცველების გაქცევის შემდეგ მეზობლებმა გამოძახეს.
კომენტარები