ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
სატანამ ეშმაკების საყოველთაო კრება მოიწვია. თავის შესავალ სიტყვაში მან თქვა: „ჩვენ ვერ დავუშლით ქრისტიანებს იარონ ეკლესიაში, იკითხონ ბიბლია და ღმერთან კავშირი დაამყარონ. როგორც კი ისინი უფალთან მივლენ, ჩვენ მათზე გავლენას ვკარგავთ. დაე, იარონ თავის ტაძრებში, მაგრამ ჩვენ მათ დრო მოვპაროთ-მათი დრო! ასე რომ ისინი სულ დაკავებულები იქნებიან, ვერ გამონახავენ დროს ლოცვისა და სინანულისათვის და შესაბამისად ვერც ქრისტეს მიეახლებიან”.
„აი რა უნდა გავაკეთოთ,-თქვა ბოროტმა,- მთელი დღის განმავლობაში თქვენ მათ ხელი უნდა შეუშალოთ ღმერთთან დაახლოებაში.”
-„კი მაგრამ ეს როგორ უნდა შევძლოთ?”- შესძახეს დემონებმა.
-„დააკავეთ ისინი წვრილმანებით, მოიფიქრეთ სხვადასხვა საშუალებები, რომ მათი გონება უაზრო საქმეებით იყოს დატვირთული და რაც მთავარია, ჩაუნერგეთ სიმდიდრისა და მატერიალური კეთილდღეობისაკენ-მამონისაკენ ლტოლვა. განსჭვალეთ ისინი დიდი ფულის, ძვირფასი მანქანების, ბინებისა და აგარაკების შეძენის სურვილით. იშოვნონ რაც შეიძლება ბევრი ფული, იარონ რესტორნებსა და კაფეებში, იყიდონ ძვირფასი ტანსაცმელი და ავეჯი. აცდუნეთ ისინი, რომ ხარჯონ და ხარჯონ, ისესხონ და ისესხონ, აიღონ კრედიტები და ამით ბანკის კაბალაში მოხვდნენ. ხოლო როცა ისინი მომხვეჭელობით დაავადდებიან, მათ ქრისტესათვის აღარ ეცლებათ…
დაარწმუნეთ ცოლები დიდხანს დარჩნენ სამსახურში, ხოლო ქმრები-კვირაში 6-7 დღე და დღეში 11-12 საათი იმუშაონ, მათ დრო აღარ ექნებათ მიხედონ ოჯახებს და აღზარდონ შვილები, არ მისცეთ შვილებთან ურთიერთობის საშუალება და მაშინ მათი შვილები დღე და ღამე ქუჩაში იქნებიან, ცუდ წრეში მოხვდებიან, აღარ ისწავლიან და შესაბამისად მადგან კარგი აღარაფერი გამოვა. მათ ოჯახები დაენგრევათ, მარტო სულები გახდებიან და ჩვენც გალოთებაში დავეხმარებით.
გააქტიურეთ ადამიანების გონება ისე, რომ მათ სახლებში მუდმივად მუშაობდნენ ტელევიზორები და კომპიუტეები და ისინი ლოცვისათვის ვეღარ მოიცლიან. 24 საათის
განმავლობაში დატვირთეთ მათი გონება ახალი ამბებით და რეკლამებით. გააკეთეთ ისე, რომ მთელი დღის განმავლობაში მათი თვალი რეკლამას, საინფორმაციო ბიულეტენს, მომსახურებას და აუხდენელ ოცნებას ხედავდეს.
ცოლები გადაქანცეთ, რათა მათ ღამე ქმრებთან ალერსი ვეღარ შეძლონ და როცა ისინი მეუღლეებს სიყვარულს ვერ მისცემენ, ქმრები სიყვარულის ძებნას სხვაგან დაიწყებენ. ამით თქვენ მათი ოჯახების ნგრევას შეუწყობთ ხელს.
შობასა და აღდგომაზე გაართეთ ამაო ფაციფუცით, კონცერტებით და ღრეობებით, რათა თავის შვილებს ვეღარ აუხსნან ამ დღესასწაულების ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
მოახერხეთ, რომ შვებულებიდანაც დაღლილები დაბრუნდნენ, ვერ შეძლონ ბუნებაში გასვლა და უფლის ქმნილების მშვენიერებით ტკბობა. ამის მაგივრად გასართობ სანახაობებზე, სპორტულ შეჯიბრებებზე და კინოში გაგზავნეთ.
დაე ყველა ქრისტიანი მუდამ დაკავებული, დაკავებული, დაკავებული იყოს!
წალეკეთ მათი ცხოვრება იმ რაოდენობის „კარგი საქმეებით”, რომ ძალების მოსაკრებად იესოსთან მისვლის დრო აღარ დარჩეთ. მალე ისინი საკუთარი თავის იმედით დაიწყებენ ცხოვრებას, დაინგრევენ ჯანმრთელობას, ოჯახებს და ეს მხოლოდ ფულის გამო მოხდება.
-ეს გაამართლებს! ეს კარგი გეგმაა!
ეშმაკები სიხარულით გაეშურნენ დავალების შესასრულებლად, მას შემდეგ ისინი მუდმივად აიძულებენ ქრისტიანებს იყვნენ რაც შეიძლება უფრო მოუცლელები და დაკავებულები. და სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უტოვებენ ღვთის, ლოცვისა და ოჯახებისათვის!
-გამოუვიდა კი ეშმაკს თავისი ჩანაფიქრი?
-პასუხი თქვენთვის მომინდია!
www.facebook.com/geo.sarcmunoeba?fref=
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
კომენტარები